×

20 ოქტომბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს

პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციები დაიწყო. 

პირველი - მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში გაიმართა. პრეზენტაცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. 

წარმოდგენილი იყო ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები.