×

16 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად,  ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს.

ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. 

შედეგად, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალს თანამედროვე სტანდარტებისა და სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისი სამუშაო სივრცე ექნება.

ახალი შენობის გარდა, ოზურგეთის გადაუდებელი დახმარების სამსახურს 2 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ავტომობილი გადაეცემა. ადგილზე ასევე იგეგმება კრიტიკულ პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის გათვლილი რეანიმობილის განთავსებაც.