ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

მთაწმინდა-კრწანისი

დაიბადა 1974 წლის 2 სექტემბერს. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 2002 წელს - თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი, იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით. გავლილი აქვს სრული კურსები: ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის „ბუდაპეშტის სამართლის საერთაშორისო აკადემიაში“ - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში - “ნედლი ნავთობის გადამუშავება“.

1995-1998 წლებში მუშაობდა თბილისის ბიზნეს ცენტრის სატელევიზიო სტუდიაში ჟურნალისტად, პროექტების მენეჯერად. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის უფროსი. 2004-2016 წლებში იყო სს „ნავთობის ეროვნული კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის „იორის ველის ნავთობის და გაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი; შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი.

2016 წელს, „ქართული ოცნების” წარდგენით, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულ იქნა IX მოწვევის პარლამენტის წევრად. იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე. ამჟამად, არის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელი. 2013 წლიდან, არის ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში.

არის რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.