ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი

გლდანი

დაიბადა 1977 წლის 10 ივლისს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1993 წელს საფეხბურთო კარიერა დაიწყო რუსთავის „გორდაში“. შემდგომში, 2014 წლამდე, იყო თბილისის „დინამოს“, „ალანიას“, „ფრაიბურგის“, „შალკე 04-ის“ და „ჰერტას“ ფეხბურთელი. იყო საქართველოს 17-წლამდელთა, 21-წლამდელთა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. 2000, 2005 და 2011 წლებში გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი. 2014 წელს საფეხბურთო კლუბ „ჰერტა ბერლინის“ აკადემიური მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.

სხვადასხვა წლებში იყო „2017 - გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის“ სამუშაო ჯგუფის წევრი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015“ ოლიმპიური სოფლის მერი, ააიპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრი, უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი.

2018 წელს დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტულ მენეჯერად.

2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

2019 წლიდან დღემდე არის უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე.

2016 წელს, „ქართული ოცნების“ წარდგენით, არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად გლდანის #21 საარჩევნო ოლქში. არის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.