მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ნაძალადევი

დაიბადა 1971 წლის 22 ივლისს. 1988–1995 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ და ვლადიკავკაზის „ალანიას“ ფეხბურთელი. 1995 წელს საფეხბურთო კარიერა გააგრძელა ინგლისში, საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტში“. 1997-2006 წლებში თამაშობდა შვეიცარიის კლუბებში - „გრასჰოპერში“, „ციურიხში“, „ლუცერნში“, „სიონში“, „არაუსა“ და „ბაზელში“.

2009 წელს გახდა FiFPro-ს დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი.

2016 წელს მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში საფეხბურთო ექსპერტად.

2016 წელს, „ქართული ოცნების“ წარდგენით, ნაძალადევის #18 საარჩევნო ოლქში არჩეულ იქნა საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრად. 2016 წლიდან არის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

2018-2019 წლებში იყო საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის წევრი.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.