ნოდარ ტურძელაძე

ნოდარ ტურძელაძე

ვაკე

დაიბადა 1986 წლის 1 დეკემბერს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალობით - სახელმწიფო მართვა, აგრეთვე ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მმართველობის სკოლის ქალაქის მართვის სერთიფიცირებული პროგრამა და ამავე სკოლის ადგილობრივი თვითმართველობის სამაგისტრო პროგრამა, სადაც მიენიჭა სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი.

2005-2014 წლებში მუშაობდა ,,საქრუსენერგოს“ სამეურნეო საქმიანობის ინსპექტორად, სამეურნეო სამსახურის უფროსად, ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2014-2015 წლებში იყო თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2015 წელს დაინიშნა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილედ.

2015 წლიდან ვაკის რაიონის გამგებელია.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.