კახაბერ კუჭავა

კახაბერ კუჭავა

sans
sans

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

კახაბერ კუჭავა დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს.

მას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ინგლისში. 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ხოლო 2003 წელს მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტის მიერ.

2021 წლის იანვარიდან კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას.

2020 წლის ნოემბრიდან დღემდე არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2016-2020 წლებში კახაბერი გახლდათ საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი და ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

2016 წლიდან კახაბერი არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.

2012-2016 წლებში ეკავა წამყვანი პოზიციები კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებში საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით სექტორებში.

2011-2015 წლებში იგი გახლდათ მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციის "საერთაშორისო სავაჭრო პალატა" დირექტორთა საბჭოს წევრი.

2007-2010 წწ. კახაბერი გახლდათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლისა და კორპორაციული მართვის ექსპერტი, ხოლო 2005-2007 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "ბიზნესის გარემოს რეფორმა" კორპორაციული სამართლის სპეციალისტი.

2005 წელს, ასევე, 2001-2004 წწ. იგი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი გახლდათ.

2001-2004 წწ. კახაბერი დასაქამებული იყო იურიდიულ კომპანიაში "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური" უფროსი იურისტის პოზიციაზე.

კახაბერ კუჭავა ავტორია ნაშრომებისა:

  • საქართველო და ევროკავშირი: ერთად გარემოს დაცვისა და კლიმატის მიმართ მდგრადობისკენ;
  • პირველი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი საქართველოში: შედეგებზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯები;
  • კორპორაციული მართვის კოდექსის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო (თანაავტორი);
  • საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის მიმოხილვა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან;
  • ფრანჩაიზინგის შესახებ შეთანხმება საერთაშორისო კერძო სამართალში;
  • ინტერესთა კონფლიქტი: საუკეთესო პრაქტიკა და შესაბამისი ნორმატიული აქტები;
  • კორპორაციული მართვა საქართველოში – პრობლემები და რეკომენდაციები;
  • აღმასრულებელ დირექტორთა ვალდებულებები.

ასევე, გახლდათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვარტალური ჟურნალის „კორპორაციული მართვის" გამომცემელთა საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.