მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

sans
sans

დაბადების თარიღი:

2 ივნისი, 1972

 

განათლება:

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები

პრაღის ეკონომიკის უმაღლესი სკოლა -  საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტი

კავკასიის ბიზნესის სკოლა

 

სამუშაო გამოცდილება: 

 

1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ.

1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი.

2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია “Georgian Air” კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად.

2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.

2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში.

2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი 

2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი.

2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე.

2012-2018  წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.

2018 წლიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  ხელმძღვანელობს და არის ქვეყნის ვიცე-პრემიერი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.