13 აპრილი, 2014

ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია, ოჯახთან ერთად, თაბორის მონასტერში მივიდა.  „ბზობა ერთ-ერთია იმ დღესასწაულებს შორის, რომელსაც ქრისტიანული სამყარო დიდი სიხარულით აღნიშნავს. მინდა, მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო და მოგიწოდოთ, გავუფრთხილდეთ ღვთის ყველაზე დიდ საჩუქარს - ჩვენ გარემოს, გავუფრთხილდეთ ბზას, რომელიც საქართველოში ამ დღესასწაულის უცვლელი შემადგენელია“, - განაცხადა მინისტრმა.  დავით ნარმანია თაბორის მონასტერში ქოთანში ჩარგული ბზით მივიდა. საქართველოს პატრიარქი, ხელისუფლება მოსახლეობას ამ ენდემური ჯიშის გადარჩენისკენ მოუწოდებენ.  დღესვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი წმინდა სამების ტაძარში დაესწრო წირვას, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა.

14 აპრილი, 2014

რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მინისტრის რანგში დღეს მთავრობის ბოლო სხდომას დაესწრო. თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საარჩევნო კამპანიას იწყებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ნარმანიასკოალიციის სახელით მადლობა გადაუხადა მინისტრობის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის და განაცხადა, რომ დარწმუნებულია მის გამარჯვებაში. “ვამაყობ, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი, რომელიც გასული პერიოდის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქვეყანას და ასევე განაგრძობს. ჩვენ გადავიტანეთ ძალიან რთული პოლიტიკური კოჰაბიტაცია და რომ არა ერთიანობა, ასეთი შედეგები არ გვექნებოდა. გისურვებთ წარმატებას და ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანას. მიგულეთ თქვენს გვერდით“, - მიმართა დავით ნარმანიამ მინისტრთა კაბინეტს. დავით ნარმანიამ მისი მინისტრობის პერიოდში გაწეული სამუშაოები შეაჯამა.

14 აპრილი, 2014

თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, საჭიროა შესრულდეს უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ვირჩევთ მერებსა და გამგებლებს. გარდა ამისა, ცალკეული რეგიონებისთვის მომზადებულია სტრატეგია. ნარმანია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმა რამდენიმეწლიანი პროცესია და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. უკვე ყოფილმა მინისტრმა პირადი ნივთები ჩაალაგა და პროექტ „მოხეტიალე წიგნების“- სთვის საკუთარი ბიბლიოთეკიდან წიგნებიც შეარჩია.

21 აპრილი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად მივიდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. "დღეს მოვედით აქ, რათა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შეწირეს თავი, რითაც კიდევ მეტი პასუხისმგებლობა დაგვაკისრეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის გზაზე. ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მოვუყვეთ მათი გმირობის შესახებ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერობის კანდიდატმა დაღუპულთა ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, დღეგრძელობა, სიმხნევე და გამძლეობა უსურვა.

22 აპრილი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს ავლაბარსა და მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ქუჩებში არსებულ ვითარებას გაეცნო. სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა და საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარის არარსებობა, ავტომანქანით გადაადგილებას განსაკუთრებით წვიმის დროს აფერხებს. დავით ნარმანიას განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი უპირველესი ამოცანა ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და გზებზე ასფალტის საფარის დაგება იქნება. „თითქმის მთელ ქალაქში ასეთი პრობლემებია. განსაკუთრებით წვიმის დროს რთულდება გადაადგილება. ბევრი სახლია, სადაც, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, წყალი შედის. სადაც მოხსნილია დაზიანებული გზის საფარი“- აცხადებს ნარმანია. მისივე თქმით, მერია ვალდებულია, გზის საფარი, მოხსნიდან 24 საათში დააგოს.

24 აპრილი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს ხილიანის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. დავით ნარმანიას განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელმა გზამ და ავტომანქანების ნაკადის სიჭარბემ ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახადა, რადგან თბილისის ამჟამინდელმა მთავრობამ სწორად ვერ დაგეგმა და მოაწყო ქვეითებისთვის საფეხმავლო ბილიკი. დავით ნარმანია მოსახლეობას პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებს სთავაზობს, რისთვისაც მისი თქმით, მომზადდება შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია. მოქმედი გზის ნაწილი ჩამოიჭრება, ეზო და პარკირების ადგილი მოეწყობა და ხევზე საბურთალოს ახალ გზასთან დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, მომზადდება ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა. მისივე თქმით, უკვე მზად არის 10 პროექტი, რომელთა პრეზენტაცია მოსახლეობასთან ერთად, ქალაქის 10 უბანში გაიმართება. „ეს არის მზა პროექტები, რომლებსაც ტენდერების გამოცხადებისა და სამუშაოების დაწყების გარდა არაფერი სჭირდება“- განაცხადა ნარმანიამ.

25 აპრილი, 2014

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას 25 წლის იუბილეს ულოცავს. ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს დავით ნარმანიას ახალგაზრდა ეკონომისტებმა სპეციალური ჯილდო გადასცეს. შეხვედრაზე ორგანიზაციაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დავით ნარმანიამ ასოციაციაში მუშაობის წლები გაიხსენა და ორგანიზაციას კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერება უსურვა. მისი თქმით, თუ თვალს გადავავლებთ განვლილ წლებს, ასოციაციას არცთუ ცოტა უმუშავია. მისივე თქმით, ასოციაციის მიერ შემუშავებული ბევრი კვლევა და დოკუმენტი დღესაც არ კარგავს აქტუალობას . დავით ნარმანია ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში 1999–2001 წლებში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი გამგეობის თავმჯდომარე.

30 აპრილი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს მესხიშვილის, წერონისის, მანჯგალაძის და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე განაცხადა, გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 500 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება. ნაძალადევის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემებსაც უჩივის, რაზეც დავით ნარმანია აცხადებს, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ მიღწეულია შეთანხმება და იმ შემთხვევაში, თუ გაწერილი გრაფიკის მიხედვით არ გადაიჭრება პრობლემები, კომპანიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები ამოქმედდება. გარდა ამისა, დავით ნარმანიას თქმით, პრიორიტეტულია გზების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების და მოედნების მშენებლობა, ქალაქის გამწვანება და სხვა.

17 მარტი, 2015

ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველო, - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამა იწყება. პროექტი რეგიონების ეკონომიკურ აღმავლობაზე, ქალაქების გამოცოცხლებაზე, საწარმოების ამუშავებაზე, ადამიანების დასაქმებასა და მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის შესაძლებლობები - ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური რესურსები და არსებობს დეტალური სურათი, რა არის საჭირო თითოეული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. მთავრობის მეთაური პირველად სამცხე-ჯავახეთს ეწვია და რეგიონის საწარმოო პოტენციალზე ბიზნესმენებს ესაუბრა. „სამცხე-ჯავახეთის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება - სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა და ტურიზმი, რომლის განვითარებაც ფეხზე დააყენებს რეგიონს. რეგიონში არსებობს ძალიან კარგი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოების ასამუშავებლად და ამ მხრივაც საინტერესო არჩევანი არსებობს ხე-ტყის დამუშავების, ავეჯის წარმოების და ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმართულებით. მაგალითისთვის, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახალციხის მაუდ-კამვოლის საწარმო, ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა, ნინოწმინდის სამკერვალო ფაბრიკა და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა აღდგენა და ამუშავება, რეგიონის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება. მე პირადად ვთავაზობ მხარდაჭერას ყველა ინვესტორს, ვინც ამ საწარმოებით დაინტერესდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის უნიკალურ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასა და გამორჩეულ გეოგრაფიულ ლანდშაფტზე, რაც ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება გამოაცოცხლებს რეგიონს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. „კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ამ ახალ პროექტში, შეიტანოთ წვლილი რეგიონის გაძლიერებაში, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების წინაპირობა. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი შესაძლებლობების და მჯერა, გექნებათ უამრავი ინიციატივა, რომელსაც განახორციელებთ რეგიონებში. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით, იქნება ეს ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა, გზა, წყალი, განათება თუ ნებისმიერი ინფრასტრუქტურა. გექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, დავიწყოთ რეალური ცვლილებები რეგიონებში. თუ ჩვენ არ განვავითარეთ რეგიონები, მხოლოდ ქალაქების განვითარება რეალურ შედეგებს არ მოიტანს“, - მიმართა პრემიერმა ბიზნესმენებს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ის წარმატებული პროექტები, რომლებიც ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელა. · საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე; · დასრულდა 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 150 ლარით გაიზარდა და 650 ლარი გახდა სოფლის ექიმების დაფინანსება; · იწყება უპრეცედენტო პროგრამა C ჰეპატიტის ელიმინაცია - მკურნალობა ყველა დაავადებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი; · მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი; გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა; · საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 29 479 დევნილი ოჯახი; · „სოფლად სახლი“-ს პროექტის ფარგლებში 400-მდე დევნილ ოჯახს თანხმობა ეთქვა სახლის შესყიდვაზე; · სოციალური პაკეტის ფარგლებში 46 500 დევნილ ოჯახს გაეწია 15 000 000 ლარის დახმარება; · საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია 90 ეკომიგრანტი ოჯახი და 1200 ეკომიგრანტს უკანონდება საცხოვრებელი სახლი; · მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოების 1 016 700 კომპლექტი მიიღეს;  · უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო; · სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლის 12 000-მდე სტუდენტი · აშენდა 20-მდე ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 000 სკოლას; · 6 რეგიონში ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება, მთაში - 200, ბარში - 150 ლარი · “სინათლე ყველა სოფელს“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე ელექტრიფიცირდა 22 სოფელი; · 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 8 ჰიდროელექტროსადგური. მთლიანი ინვესტიცია - 251 მლნ აშშ დოლარი. · 2013-2014 წლებში სპეციალური შეღავათიანი პირობებით თვეში 25 ლარად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა საქართველოს მასშტაბით სოფლად მცხოვრებ 88 000 აბონენტს. · ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები; · ექსპორტი გაიზარდა 13%-ით, ევროკავშირთან -32%-ით, რუსეთთან - 153%-ით · 2012, 2013, 2014 წელს ჯამურად შემოვიდა 3 მილიარდ 125 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. · 2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია. · „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით უკვე სარგებლობს 64 ბენეფიციარი - პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 112 მლნ აშშ დოლარია; · სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული საწარმოები 2015 წლისათვის დაასაქმებენ 4 500-მდე ადამიანს; · 2012 წლიდან 2014 წლის სამი კვარტლის ჩათვლით საერთაშორისო ტურიზმიდან 4 525 526 500 აშშ დოლარი შემოვიდა; · გაკეთდა 54 კმ ახალი გზა და აშენდა 19 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კმ გზას და 87 ხიდს; · გარემონტდა 573 ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რეაბილიტირებულია 3,000 კმ სარწყავი არხი; · 35 მუნიციპალიტეტში განხორციელდა სასმელი წყლით მომარაგების 53 პროექტი; · მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გლეხებმა უსასყიდლოდ მიიღეს 107 605 506 ლარის ღირებულების სასუქი, 47 835 368 ლარის ღირებულების შხამქიმიკატები, 8 579 187 ლარის ღირებულების თესლი, 53 704 193 ლარის ღირებულების ინვენტარი, 232,486 ლარის ღირებულების ვეტ.პრეპარატები; · ჯამში მოიხნა 427,765 ჰექტარი მიწის ფართობი; · შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 799,324,000 ლარის ოდენობის 27,713 სესხი; · გაიხსნა 105 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 580; · სოფლის მეურნეობაში დაფინანსებულ საწარმოებში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი უკვე შეიქმნა; · ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდიის დახმარებით გლეხებისგან უკვე შესყიდულია 218 ტონა ყურძენი; · მევენახეებმა 2 წლის მანძილზე შემოსავლების სახით მიიღეს 289 მლნ ლარი; · სამეგრელოს რეგიონში თხილის რეალიზაციის შედეგად დაახლოებით 200 მლნ ლარი შევიდა; · პრემიერის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთის წამყვან უნივესტეტებში 87 სტუდენტის სწავლა დააფინანსა.

29 აპრილი, 2014

დავით ნარმანიამ თბილისის რაიონების მოსახლეობასთან შეხვედრები კრწანისის რაიონიდან დაიწყო. კოალიცია „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი დღეს ლესელიძის ქუჩის და აბანოთუბნის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მოსახლეობას ძირითადად უმუშევრობა, ინფრასტრუქტურული, გამწვანების, საერთო საკუთრებისა და ბინათმშენებლობის მართვასთნ დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. დავით ნარმანიას თქმით, მის წინასაარჩევნო პროგრამაში თითოეული ამ პრობლემის გადაჭრის გეგმა დეტალურადაა გაწერილი და მის განსახორციელებლად საჭიროა სწორი მენეჯმენტი და რესურსების ეფექტური და რაციონალური ხარჯვა.

03 მაისი, 2014

ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო, ჩემო თანაქალაქელებო, ეს  ქალაქი ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი არ არის - ეს არის ჩვენმადე მოსული ისტორია, ეს არის ძველი კოლხური ცივილიზაცია, დავით აღმაშენებელი, ბაგრატი და გელათი, ეს არის აკაკის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, დიდი ვერიკოს, აკაკი ვასაძის, დავით კაკაბაძისა და სხვათა და სხვათა  ქალაქი  - ჭეშმარიტად პატრიოტი მოქალაქეებით! ეს ქალაქი ჩვენია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე, მოვეფეროთ,  შევინარჩუნოთ ძველი და შევქმნათ ახალი. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს! და ეს შესაძლებლობა  „ქართულმა ოცნებამ“  მოგვცა - ძალამ, რომელსაც პირველად საქართველოს ისტორიაში, არ შეეშინდა ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემის!!! საკუთარ ქალაქზე  პასუხისმგებლობის აღება იმ ახალ  პოლიტიკურ  რეალობაში  გვიწევს,  რაც საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დადგა. „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემა შეცვალა - მან  გადააფასა ღირებულებები.  თუ მანამდე  ხალხი რეჟიმად ქცეული სახელმწიფოს მსხვერპლი  იყო, დღეს სახელმწიფო მოქალაქეს ემსახურება. მე ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ გუნდს,  რომელმაც არა მხოლოდ ამხილა ქვეყანაში გაბატონებული ძალადობა და უსამართლობა, გაგვათავისუფლა კიდეც  ამ უსამართლობისგან და  მთავარ  ღირებულებად  თავისუფალი ადამიანი გამოაცხადა! შედეგზე ორიენტირებულობა „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტია.  ამის დამტკიცება ჩვენმა ხელისუფლებამ მოკლე დროში  შეძლო.  თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავზე იგრძნო იმ გრძელვადიანი სოციალური, სამართლებრივი, სასოფლო-სამეურნეო და ბიზნესპროექტების სიკეთე, რომელთა განხორციელებაც  „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო და დღესაც წარმატებით აგრძელებს. ეს არჩევნები გამორჩეულია ამ ტიპის ყველა წინა არჩევნებისგან  - ჩვენ გვეძლევა არა მხოლოდ არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა - ვისაც დღეს ავირჩევთ, ხვალიდან მას აქტიურად გავაკონტროლებთ და ყველა დანაპირების სრულად შესრულებას მოვთხოვთ! თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობით, დღეს თავად ჩვენ გვეძლევა საკუთარი ქალაქის ბედის გადაწყვეტის საშუალება!!! აქამდე ჩვენი ქალაქის ბედს სხვები წყვეტდნენ, ისინი, ვისთვისაც ქუთაისი  მხოლოდ საქართველოს ლამაზი დეკორაციის ნაწილი, ეგზოტიკური ბუნება და რომანტიკული თეთრი ხიდია! ჩვენს ქალაქს კი ბევრი რამ სტკივა - უმუშევრობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, დაბინძურებული ჰაერი, მოუვლელი ნაგავსაყრელები,  მოუწესრიგებელი გზები ....   როგორც ქუთაისის მომავალი მერი, ყველა ამ პრობლემის მოგვარებას, თქვენთან ერთად, თქვენი აქტიური ჩართულობით  ვაპირებ. მე რამდენიმე თვის წინ წარმადგინეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად.  საკუთარი ქალაქის ბედზე ზრუნვის შესაძლებლობა  ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია.  იმავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მდიდარი ისტორიითა და დიდი ტურისტული შესაძლებლობებით - ასე წარვუდგენთ-ხოლმე სტუმრებს ჩვენს ქალაქს, თუმცა, ქუთაისის მთავარი სიმდიდრე და პოტენციალი თავად ქუთაისელები არიან. ეს ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პედაგოგიური საზოგადოებით, აკადემიური წრეებით, ინჟინრებით, კულტურისა და სპორტის სფეროს მოღვაწეებით, ადამიანებით, რომლებიც ცხოვრობდნენ  და ცხოვრობენ ქუთაისში და ქუთაისისთვის. სწორედ ისინი ქმნიდნენ ამ ქალაქის ისტორიას და მის განუმეორებელ კოლორიტს, რომელიც არაერთი გვყავს. აქ ყველაზე მტკივნეულ საკითხებზეც იუმორით საუბრობენ, თუმცა ქალაქს და მის მცხოვრებლებს დღემდე ბევრი რამ აწუხებს. 5 თვე ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია ამ ყველაფრის დასანახად. სასურველ შედეგთან მხოლოდ სწორი ხედვა მიგვიყვანს - ჩვენ შევიმუშავეთ ქალაქის დაგეგმარების სრულიად ახალი მოდელი, რეალური და განხორციელებადი გეგმა - სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით იქმნება. დღეს ქალაქი ორ, რადიკალურად განსხვავებულ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი მეტ-ნაკლებად რეაბილიტირებულია, მეორეს კი ეს პროცესი არ შეხებია. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც ამ ნაწილის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანი ქუთაისის უსაფრთხო და კომფორტულ ქალაქად ქცევაა, რომელშიც ძველის ახლით ჩანაცვლება ფრთხილად, ქალაქის ტრადიციულ არქიტექტურაზე მორგებით უნდა განვახორციელოთ. ჩვენ შევინარჩუნებთ ძველი ქუთაისის მემკვიდრეობას და თვითმყოფად კულტურას, აღ­ვად­გენთ მწყობრიდან გამოსულ კომუნიკაციებს, არ დავუშვებთ, რომ ახალმა მშენებლობებმა დაარღვიოს ქალაქის ურბანულ-არქიტექტურული სივრცე, მოშალოს  ქალაქური კულტურის რელიეფი. სრულვყოფთ ქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ისე, რომ ქუთაისი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, საყოველთაო და უსაფრთხო გახდეს. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნაა. უმუშევრობა - ჩვენი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ ჩვენ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით დავძლევთ ამ პრობლემას. ჩვენი დასაქმების პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორის შესაძლებლობების ზრდას და გაფართოებას, მუნიციპალური პროექტების დასაქმების ზრდაზე ორიენტაციას, ბაზარზე ორიენ­ტი­რებული კვალიფიკაციის ზრდის და პროფესიული გადამზადების სისტემას. ხელს შევუწყობთ კერძო სექტორის შესაძლებლობების ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ვიზრუნებთ იმაზე, რომ კერძო სექტორმა  თავად მოახერხოს სამუშაო ადგილების შექმნა. დავაფინანსებთ მსხვილ სამშენებლო და საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც დიდი პროფესიონალური და ადამიანური რესურსი სჭირდება. პრო­ფე­სიული გადამზადების ცენტრების დახმარებით, რაც შეიძლება მეტ უმუშევარ ადამიანს ჩავრთავთ მათ განხორციელებაში. სოციალური უსაფრთხოება და სამართლიანობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრი­ო­რი­ტე­ტია. ჩვენ ვიზრუნებთ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების გა­ფარ­თოებაზე, დავაწესებთ შეღავათებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ გადასახადებზე . შემუშავებულია ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინასების პროგრამა, სოციალურად დაუცველი მოსახ­ლეო­ბისათვის დაწესებული შეღავათები მიმდინარე თვიდან შედის ძალაში, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო წლის დასაწყისში მოქმედებს  მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. დაიგეგმა თანადაფინანსების პროგრამების განვითარება სოციალურად დაუცველთა პრობ­ლემების მოგვარების მიზნით. გადაწყდა, რომ ქუთაისის გარეუბანში არსებული გამოუყენებელი შენობები გამოყენებული იქნება საბინაო ფონდისთვის და მოემსახურება ამ სტატუსის მქონე ადამიანებს. ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს დევნილ მოქალქეებზე - უზრუნველვყოფთ მათი კომპაქტური დასა­ხ­ლე­ბების ინფრასტრულ კეთილმოწყობას. წყალმომარაგება - ეს ის საკითხია, რომლის მოგვარებასაც ათეული წლებია ითხოვენ ქალაქის მცხოვებლები. უახლოეს მომავალში ეს საკითხი გადაწყდება - პროექტი მომზადებულია და სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ქალაქში სანიაღვრე სისტემის, შიდა გზების მოწესრიგებისა და დასუფთავების პრობლემების გადაჭრის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვნად  შე­უმ­სუ­ბუ­ქებს მდგომარეობას ჩვენს თანაქალაქელებს. საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს ახალგაზრდებისთვის საინტერესო კულტურული თუ სპორტული ცხოვრების შეთავაზება უნდა შეეძლოს. ჩვენ შევქნით ჯანსაღ გარემოს ჩვენი მოქალაქეებისთვის - ავაშენებთ ახალ სპორტულ კომპლექსს, გავაფართოვებთ სარეკრიაციო და დასასვენებელ ზონებს, ვამზადებთ სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის კონკრეტულ პროგრამას.   მერია წაახალისებს და მხარს დაუჭერს პროექტებს, რომელთა განხორციელება ქალაქში კულტურულ ცხოვრებას გააუმჯობესებს. კიდევ ბევრის  ჩამოთვლა შეიძლება - ბევრი რამ მოგვარდა, ბევრი დაიგეგმა, ძალიან ბევრი ჩვენი გასაკეთებელია. დღეს ჩვენ გვეძლევა შანსი, თავად მივხედოთ ყველა ამ პრობლემას. ამ შანსს ეს არჩევნები გვაძლევს. მასში  მონაწილეობის მიღება და სწორი არჩევანის გაკეთება იმ რეალური გზის დასაწყისია, რომელმაც  ქუთაისს ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს და ღირსეული მომავალი შეუქმნას. ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი რეალური შესაძლებლობაა,  ჩვენი ქალაქის ბედი ჩვენივე თანაქალაქელებს ვანდოთ, ადამიანებს, რომლებიც იცნობენ  ჩვენს ქალაქს, სტკივათ  იგი და თავის მომავალს მის  ხვალინდელ დღეში ხედავენ. ჩვენ შევძლებთ ძლიერი თვითმმართველობის არჩევას  და ეს ჩვენი ქალაქის, თითოეული ჩვენგანის დიდი გამარჯვება იქნება! ამ გამარჯვებას ჩვენ ერთად მივაღწევთ,  ქუთაისს ამის დიდი პროფესიული, ინტელექტუალური და კულტურული შესაძლებლობა აქვს! ერთგულება, სიმტკიცე, მიზანსწრაფულობა - ეს ჩვენი ბრძოლის იარაღია! ერთად მივიდეთ  გამარჯვებამდე!!!  ერთად შევქმნათ  ჩვენი ქალაქის მომავალი!!!    ერთად ვიზრუნოთ ქუთაისზე! !!

02 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას მხარდამჭერთა დარბაზში დღეს მორიგი შეხვედრა სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრაზე ამ სფეროებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გამოითქვა გულისტკივილი იმის გამო, რომ დედაქალაქის სკვერებსა და ბაღებში არ არსებობს კულტურული და მუსიკალური სივრცე, მოსაწესრიგებელია სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. აღინიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეებს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ირჩევდნენ. დავით ნარმანიას თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის ელექტრონულ რუკაზე დატანილ უბნებზე მოინიშნება ყველა ცარიელი ადგილი და დაიწყება სხვადასხვა სახის სპორტული ობიექტების მშენებლობა. მისივე თქმით, თვეში მინიმუმ, ერთი ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართება. ტრადიციულ კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, მსოფლიოს კულტურული სიახლეების წარმოსაჩენად განხორციელდება პროექტი, რომელიც ყოვეწლიურად იმართება ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში.

02 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ბუკიას ბაღსა და მიცკევიჩის ქუჩაზე საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, თბილისს ექნება გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მისივე თქმით, დაცული იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და პარკირების ადგილისა და სარეკრეაციო ზოლის გარეშე არც ერთი შენობა, მათ შორის საცხვორებელი კორპუსი არ აშენდება. „ჩვენ გავზარდეთ პენსია ჯერ 125, შემდეგ 150- ლარამდე, ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, ამიტომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, დედაქალაქში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განხორციელდება, რისთვისაც 800 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მოსახლეობის კითხვები ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს ეხებოდა. დედაქალაქის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიამ დღეს პენსიონერებთან ერთად ნარდი ითამაშა, გაიმარჯვა და მათგან არჩევნებში გამარჯვების სურვილებიც მოისმინა.