17 მაისი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საერთოდ არ ვგეგმავდით ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის ფინანსური ზიანის მიყენების სასამართლო საქმის გარშემო რაიმე საგანგებო განცხადების გაკეთებას. კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და მათ კანონის შესაბამისად შეეფარდათ სასჯელი სასამართლოს მხრიდან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გვარამიაც და დამენიაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან და ამჟამად ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებენ, ვფიქრობთ, არ იძლევა საფუძველს, მედიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების ფაქტს პოლიტიკური განცხადებით გამოვეხმაუროთ. იმთავითვე აღვნიშნავთ, რომ გვარამიას და დამენიას მიმართ დამდგარ განაჩენზე არც ახლა ვგეგმავთ საუბარს. ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მხოლოდ იმ ისტერიულ კამპანიაზე, რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად უნდა შეფასდეს. ვიდრე ამ მცდელობას შევაფასებდეთ, მინდა გაგახსენოთ ციტატა 20-ზე მეტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებიდან სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: „როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“. ეს არის ციტატა სასამართლოს არა გუშინდელი განაჩენის, არამედ 2017 წლის გადაწყვეტილების შესახებ. მაშინაც, 5 წლის წინ, ნაციონალური მოძრაობა, მასთან დაკავშირებული ენჯეოები, მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი და მათი უცხოელი ლობისტები აწარმოებდნენ ისტერიულ, სიცრუეზე და „ფეიკზე“ დაფუძნებულ კამპანიას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ეს სიცრუე და „ფეიკი“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2 წელიწადში ამხილა. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსთავი 2 სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები თუ ლობისტები უტიფრად და ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა. ანალოგიური უტიფარი და ურცხვი კამპანიის მომსწრეა საზოგადოება, სამწუხაროდ, დღესაც. შეგახსენებთ, რომ ქრონოლოგიურად სწორედ რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება კამპანიის დაწყება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგაც, რომელიც საბჭოური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით და იარლიყების „მიწებებით“ დღემდე წარმოებს. გუშინდელი სასამართლო განაჩენის დეტალებზე საერთოდ არ გვსურს საუბარი. ყურადღებას გავამახვილებთ საქმის მხოლოდ ერთ გარემოებაზე. ნაციონალური მოძრაობის ფსევდო-იურისტები განაჩენის „აბსურდულობას“ ამტკიცებენ იმ ფაქტზე მითითებით, რომ გვარამიას ტელეკომპანიის ძარცვა მის მაშინდელ მფლობელებთან შეთანხმებული ჰქონდა. ეს არის სრულიად უსუსური არგუმენტი - როდესაც ტელეკომპანიის უკანონო მფლობელები და გენერალური დირექტორი კანონიერი მფლობელისთვის დასაბრუნებელი ტელეკომპანიის ძარცვაზე თანხმდებიან, ეს გენერალურ დირექტორს პასუხისმგებლობისგან, ბუნებრივია, ვერ გაათავისუფლებს. კიდევ ერთი ციტატა, ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სანდრო გირგვლიანის საქმეზე: „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“. ეს ადამიანები უსამართლობის გარშემო კოორდინაციით ადრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ გვაოგნებდნენ, ახლა ისინი ოპოზიციის რიგებიდან გვაოგნებენ. მართლაც გამაოგნებელია შეთანხმებული ქმედებები, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები, სახალხო დამცველები და უცხოელი ლობისტები მოქმედებდნენ და მოქმედებენ, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსთავი 2-ის მიტაცების საქმეზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილის, 7 ნოემბრის, ტელეკომპანია „იმედის“ და კორუფციის საქმეებზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება ნიკა გვარამიას მიმართ რუსთავი 2-ის ძარცვის საქმეზე. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ისტერიული კამპანიის ფონზე, სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა დროებითი ზომა, რითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დაბრუნება 2 წლით შეჩერდა. ამ გადაწყვეტილებამ გვარამიას მისცა შესაძლებლობა, ტელეკომპანია კიდევ რამდენიმე მილიონით გაეძარცვა. ამით, რადიკალურმა ოპოზიციამ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ენჯეოებმა და უცხოელმა ლობისტებმა სტრასბურგის სასამართლო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. თუმცა, სასამართლოსთვის დღემდე ბოდიში არავის მოუხდია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2019 წელს, სტრასბურგის სასამართლომ სრულად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება, რითაც მან ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორებისა და ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია გააშიშვლა და ისინი სიცრუეში ამხილა. თუმცა, ამის შემდეგ მათ ბოდიში არ მოუხდიათ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისთვის, აგრეთვე პირველი და მეორე ინსტანციის 4 მოსამართლისთვის, რომლებსაც 2 წლის მანძილზე უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ. შეგახსენებთ, რომ გვარამიას მხრიდან მოსამართლე თამაზ უთმელიძის სამარცხვინო „ბულინგი“ სტრასბურგის სასამართლომ საგანგებოდ დაგმო. სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობას, მის სატელიტებს, ენჯეოებს, მარგველაშვილს და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ არც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ სრულიად ურცხვი, უტიფარ სიცრუეზე აგებული კამპანია აკადრეს. ახლა კი, ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინაა სასამართლო განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციისა და კასაციის წესით, აგრეთვე სამოქალაქო დავა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკანონოდ წართმეული 7 მილიონი უნდა დაიბრუნოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ „ბულინგს“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოვლენები ვითარდებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო გასული წლების განმავლობაში. ტელეკომპანია ჯერ კანონიერ მფლობელს წაართვეს, შემდეგ კი, როცა მიხვდნენ, რომ სასამართლო მას უსათუოდ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდა, გაძარცვეს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, კანონიერ მფლობელს გაძარცვული უკან „მიუგდეს“. ეს არის ფაქტი, რომლის სამართლებრივი წესით დადასტურება მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ვისაც ამ საქმის მიმართ მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს. ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი შულავერის კომიტეტი, „ომისა და ღალატის პარტია“, რომლისთვისაც უსამართლობა, ტელევიზიების მიტაცება და სასამართლოზე ზეწოლა მიღებული პრაქტიკაა. ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა, სამომავლოდ, პოლიტიკური წარმატების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნონ. ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ. ბოლოს, უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი. სამართლის უზენაესობის გარეშე კი, ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

14 მაისი, 2022

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია

დღეს თამარობაა, თამარ მეფის ხსენების დღე. მეფისა, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ოქროს ხანა და რომელიც ქართულმა ეკლესიამ, სამშობლოსა და სარწმუნოების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის გამო, წმინდანად შერაცხა. ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს!სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია სწორედ ამ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს ფუძნდება.საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქალები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ. მხოლოდ იმის ხსენება რად ღირს, რომ საქართველო ქრისტიანობას სწორედ ქალმა, წმინდა ნინომ აზიარა. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადების ყველაზე თავგანწირული მაგალითიც ქალის სახელს, წმინდა ქეთევან დედოფალს უკავშირდება. საუკუნეების მანძილზე, ქალებს საქართველოში შეჰქონდათ უდიდესი წვლილი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სარწმუნოების დაცვაში, ჩვენი ქვეყნისა და მისი კულტურის განვითარებაში. ამ თვალსაზრისით, ძალზე მდიდარია ჩვენი უახლესი ისტორიაც.დღესაც, საქართველოს ქალები, განურჩევლად მათი ეროვნებისა, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამორჩეულია მათი როლი განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ქალებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურის განვითარებაში, ისინი მსოფლიოს მასშტაბით ასახელებენ ჩვენს ქვეყანას სპორტულ ასპარეზზე, ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მართვაში, საჯარო სამსახურში, ქართული ეკონომიკის განვითარებაში.პოლიტიკაში ქალების აქტიურ მონაწილეობას, დამეთანხმებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამისათვის, ჩვენმა პარტიამ გასული წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გენდერული კვოტების შემოღება, რომლის საფუძველზეც როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მუნიციპალურ საკრებულოებში ქალების წარმომადგენლობა არსებითად გაიზარდა. თუმცა, გვესმის, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების კიდევ უფრო აქტიური როლის უზრუნველსაყოფად მეტია გასაკეთებელი.სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაც. პარტიის ქალი წევრების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, პარტიის ქალ წევრებს შორის კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ახალი ინსტრუმენტების შექმნა, პარტიის საერთაშორისო ურთიერთობებში პარტიის ქალი წევრების როლის გააქტიურება იქნება ამ ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანები. ამასთან, ცხადია, მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობას შეუძლია მნიშვნელოვანი წვრილი შეიტანოს, ზოგადად, ქვეყანაში ქალების გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მათი როლის გააქტიურებაში.გვაქვს ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებაში ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციას წარმატებები მინდა ვუსურვო. - ირაკლი კობახიძე დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს.ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური, მე ვიტყოდი, სრულიად განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში. იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად, სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი და დედოფალი ნანა, მეფე თამარი და ქეთევან წამებული, ბარბარე ჯორჯაძე თუ მარო მაყაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი თუ ელისო ვირსალაძე, თუ მრავალი სხვა ძლიერი, დამოუკიდებელი, განათლებული, შემოქმედი, მებრძოლი ქალის სახელი ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას დაამშვენებდა.ამიტომ, ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმითაც, რომ თამარის ეპოქა, შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა.რა თქმა უნდა, ეს სახელები და ფაქტები, ქალის როლისადმი ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ: სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო. ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დარეგულირებული არც ჩვენს ქვეყანაში და არც მთელ მსოფლიოში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჩათვლით.თანასწორობის უზრუნველყოფა კვლავაც ყველა ჩვენგანის, თითოეული ქალისა და მამაკაცის საქმეა. ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომლის შექმნასა და გამარჯვებაში, აქვე აღვნიშნავ, ქალები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სამართლებრივი თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება ქალთა როლის გაძლიერებისთვის; შემუშავდა და დაიხვეწა კანონმდებლობა ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ხარისხიანი ჯანდაცვისა და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა, კვოტირების მექანიზმის შემოღება ამ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.დღეს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, ამ მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი დედების და დების, ქალიშვილებისა და მეუღლეების ხმათა გაძლიერება, რასაკვირველია, ძალზე სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა ჩვენი პარტიისთვის, ზოგადად შიდაპარტიული დემოკრატიისა და თანასწორობის გაძლიერებისათვის. და მე მჯერა, რომ ის მიზნები, რომელთა მიღწევის ამბიციაც ამ ორგანიზაციას აქვს - ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების დღის წესრიგში მეტად გამოკვეთა და გადაჭრა, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა - ასევე კარგია მთლიანად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით სრულ თანადგომას გპირდებით და თქვენი, ჩვენი საერთო მიზნის მიღწევას და წარმატებას გისურვებთ! - ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით მივესალმები აქ შეკრებილ ძლიერ ქალებს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით აძლიერებენ ჩვენს გუნდს და ქვეყანას. აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესებში.ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართული პოლიტიკის, ჩვენი პარტიისა და ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ისტორიაში.დღეს ფუძნდება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, რასაც წინ უძღოდა დიდი სამუშაოები და ნაყოფიერი შეხვედრები რეგიონებსა და თბილისში, ჩვენი გუნდის წევრ ქალებთან ერთად.საქართველოს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას დიდი ისტორია აქვს.შორეულ წარსულს, თამარ მეფესა და რუსუდანს რომ არ გადავწვდე, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოსა და ევროპაში, რომლის 1921 წლის კონსტიტუცია ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო და არა მარტო საარჩევნო, ყველანაირ თანასწორობას უზრუნველყოფდა.სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის დაკარგვიდან დღემდე, ქმედითი და არსებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით აღარ გადადგმულა, თუმცა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით და შესაძლებელი გახადა, მეტი ქალი ჩართულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში.ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ეკონომიკურ თუ საკანონმდებლო თავსებადობას არ გულისხმობს, ეს ნიშნავს პროგრესულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურასა და ქალთა სათანადო ჩართულობას პოლიტიკაში.პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალებს ორმაგი ძალისხმევის გაწევა უწევთ. დღემდე ყველაზე განვითარებულ დემოკრატიებშიც კი, იშვიათობაა აუნაზღაურებელი, უხილავი საშინაო შრომის ხილვადობის გაზრდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრგან არსებობს ანაზღაურების კუთხით არსებული დისბალანსი ქალებსა და მამაკაცებს შორის და არაერთი სხვა უთანასწორობა.ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია, თუკი თავად ქალები არ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია ღირსეულად და წარმატებით იმუშავებს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რაც ჩვენს ქვეყანაში დგას ქალების წინაშე.თქვენ, ახალ სტანდარტს დანერგავთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაში და აუცილებლად მიაღწევთ დიდ წარმატებას!წარმატებას, რომელიც თითოეულ თქვენგანს ეკუთვნის და რომლის მისაღწევადაც, მეც, პირადად, ყოველთვის გვერდში დაგიდგებით!გამარჯვება ჩვენს ძლიერ ქალებს, გამარჯვება ჩვენს გუნდს! - კახა კალაძე მოგესალმებით თქვენ, ჩვენი პარტიის წევრებს, იმ ქალებს, ვისი წვლილიც ჩვენს სხვადასხვა გამარჯვებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის გამარჯვებები, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ, ამ პარტიამ, არაერთი წლის მანძილზე, არის თქვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგი და მინდა დავიწყო დიდი მადლობით. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მრავალრიცხოვანი ხართ ამ დარბაზში. ამავდროულად, ჩვენ ვიცით და ეს საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, ვინც დღეს გვისმენს, ხართ მცირერიცხოვანი იმიტომ, რომ თქვენ ბრძანდებით დელეგატები, და თქვენ წარმოადგენთ უამრავ ქალს, რომელიც რეგიონებში დარჩა და თქვენ წარმოგგზავნათ დამფუძნებელ ყრილობაზე. მათაც, რასაკვირველია, მთავრობისა და პარტიის სახელით მივესალმები.როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში, ეს იყო დრო, როცა ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი, ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით, და რეალურად, ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი. ასევე, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ნორმა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მოკრძალებულ კანონს, რომელიც უცხოელების ზეწოლის ქვეშ იყო მიღებული წინა ხელისუფლების მიერ და რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს უფლებებს ოჯახში, ჩვენს უფლებებს სამსახურში და ჩვენს უფლებებს პოლიტიკაში. როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს, ის მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო ვერ გახდა ჩვენი პარტიის პირველი თავმჯდომარე და სწორედ მან, კაცმა პოლიტიკოსმა აქცენტი გააკეთა ქალ პოლიტიკოსზე და ეს თავმჯდომარე იყო ქალი თავმჯდომარე, ქალბატონი მანანა კობახიძე. მე ვიტყოდი, სწორედ ასე, ფეხბედნიერად დაიბადა ეს პარტია, ქალი თავმჯდომარისადმი ნდობის საფუძველზე. არავის ეწყინება, მაგრამ ეს მე უნდა ვთქვა და ყველაზე კარგად ვიცი, როგორც მოწმემ, პირველ წელს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა, ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია (რომელიც ხელს უწყობდა, რომ ქალი კანდიდატები ყოფილიყვნენ და პარტიული სია ყოფილიყო დაბალანსებული), ეს გახლავთ სწორედ ბიძინა ივანიშვილი. მე ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ეს ასე უნდა ითქვას, ეს ნამდვილად ასე იყო. შემდეგ უკვე ამ სულისკვეთებით პარტიამ გააგრძელა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, 2014 წლის წლის 19 ივნისს მე, როგორც იუსტიციის ქალ მინისტრს, მისი დელეგირებით, წილად მხვდა პატივი, თქვენი ყველას სახელით, თქვენი გოგონა შვილების სახელით, ხელი მომეწერა იმ კონვენციისთვის სტრასბურგში, რომელი კონვენციის ხელმომწერიც არ არის დღემდე ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც კი. ეს გახლავთ სტამბოლის კონვენცია. სტამბოლის კონვენციის ხელმოწერის შემდეგ, გაიხსნა ძალიან რთული, 3-წლიანი პერიოდი იმისთვის, რომ იმ მოწვევის პარლამენტს 2017 წელს მისი რატიფიცირება მოეხდინა.ჩვენ, საქართველოს მთავრობამ 24 ძალიან დიდი საკანონმდებლო პაკეტი შევიტანეთ პარლამენტში და შევცვალეთ არაერთი აქტი. სწორედ ასე დავამარცხეთ დუმილი. როდესაც გვჩაგრავენ, როდესაც გვცემენ, როდესაც არის ოჯახში ან ოჯახს მიღმა ძალადობა, დუმილი აღარ არის წესი. ეს სწორედ სტამბოლის კონვენციამ და „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა. რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი, ამიტომაც სულ ახლახან, ბატონ ირაკლი კობახიძის ლიდერობით, პარლამენტმა მიიღო კვოტების შესახებ კანონი. ძალიან ხშირად შემოქმედი ქალები მეკითხებიან, როგორც იურისტს, მათ ამჟამინდელ სამინისტროს ხელმძღვანელს, კი მაგრამ რისთვის არის ეს კვოტები საჭირო?! ეს კვოტები, ნორმალურ მდგომარეობაში საჭირო რასაკვირველია, არ არის. მაგრამ ჩვენ ეს კვოტები გვჭირდება და მე, როგორც ქალი წევრი ამ პარტიის, ყველა წევრ იმ დეპუტატს, ვინც ხმა მისცა ამ კანონს, ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. შეიძლება ვიღაცამ გვითხრას, რაში გჭირდებათ კვოტები, თქვენ ხომ უკვე ხართ ვიცე-პრემიერ მინისტრი, თქვენ ხომ უკვე ხართ პარლამენტში, თქვენ ხომ უკვე ხართ საკრებულოში, უკვე ხართ მერი. ჩვენ ეს კვოტები მაინც გვჭირდება. ჩვენ ეს კვოტები გვჭირდება ახალგაზრდა ქალებისთვის, ვინაიდან მაინც პოლიტიკა ქალებისთვის დახურულია. რაც არ უნდა იყოს პარტიაში სულისკვეთება კანონი ყველაზე დიდი გარანტიაა. ამიტომაც ჩვენ, ჩვენმა პარტიამ ქალებს ფართოდ გაგვიღო პოლიტიკის კარები და მე მართლაც არ დავიღლები, რომ ვთქვა მადლობა. ეს კვოტები ჩვენ გვჭირდება და ამ კვოტებს გამოიყენებს ყველა ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამ ორგანიზაციაში შემოვა.და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ჩვენი პარტიის ქალებს, რომლებიც აქ ბრძანდებით, რომლებიც ტელევიზიით გვიცქერთ და გვისმენთ, იმ თავდადებული შრომისთვის. ეს შრომა არ არის უბრალოდ შრომა, ეს არის შრომა ბოროტების წინააღმდეგ, ბრძოლა მშვიდობისათვის, ბრძოლა იმ ბავშვებისათვის, ვინც ჩვენი ადგილი უნდა დაიკავოს, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არიან ისინი, ვინც არ ჩანან კადრში, ისინი, ვინც არ ჩანან პარტიაში. ორი კატეგორია მინდა გამოვყო, რის გარეშეც არ მინდა დღეს ეს ტრიბუნა დავტოვო. პირველნი არიან ჩვენი თანამებრძოლი მამაკაცების მეუღლეები. მე მინდა მათ ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის. მათ ვუთხრა მადლობა მოთმინებისთვის იმიტომ, რომ არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული, მოთმინებით აღვსილი ქალი, რუდუნებით ოჯახს რომ უვლის და თავისი კარიერაც რომ აქვს, ან შვილებს ზრდის. ამიტომაც მადლობა მათ და ბოდიშს ვუხდით მათ ყველა იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც ისინი ჩვენს მაგივრად იღებენ და ასევე, მადლობა მინდა ქალბატონებს გადავუხადო, თითოეულ თქვენ ოჯახის წევრს, თქვენ მეუღლეებს, ჩემს მეუღლეს, ვუთხრა მადლობა იმიტომ, რომ ისინი არიან ის კაცები, ვისაც, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, უწევთ ამისი მოთმენა, ჩვენი მხარდაჭერა და თუ ჩვენ დღეს ვართ მცირეოდენით მაინც წარმატებულები, ეს პირველ რიგში ამ კაცების დამსახურებაა. მადლობა ყველას. - თეა წულუკიანი დღეს ჩვენ ვაერთიანებთ ქალებს და იქმნება ახალი პოლიტიკური რეალობა, სადაც აუცილებლად გავიზიარებთ ერთმანეთის წარმატებებს და ერთად დავძლევთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ გვაწუხებს.გიყურებთ ამდენ ძლიერ ქალს და მინდა, კიდევ უფრო მეტი ქალი იკავებდეს სოფლებსა და ქალაქებში წარმომადგენლობით და აღმასრულებელ პოზიციებს.დღევანდელი გაერთიანებით ახალ შესაძლებლობას მივცემთ ქალებს და განსაკუთრებით, გოგონებს, იმისთვის, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში.წლების წინ მეც ამ გუნდმა მომცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი აქტიურად პოლიტიკურ ასპარეზზე და ამასთან ერთად, არ ვთქვი უარი ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მთავარზე, ოჯახზე, მე შევძელი შემეთავსებინა საყვარელი საქმე ყველაზე ძვირფას, მრავალშვილიან ოჯახზე ზრუნვასთან ერთად, ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად კიდევ ძალიან ბევრი ქალის წარმატების გამზიარებელი და ხელშემწყობი იქნება.მაშ ასე, დღეს ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის და ქალების ახალი შესაძლებლობებისთვის პოლიტიკაში. - ნინო ლაცაბიძე ძლიერი ქალები საქართველოს ისტორიაა და საქართველო თანასწორობის ქვეყანაა. მაშინ როდესაც ქალი მეფე, მეოცე საუკუნის დასაწყისში პირველი პარლამენტარი ქალები, მტრის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი და უამრავი წარმატებული ქალი ჩვენი ისტორიის ნაწილია, ქალების გაძლიერებაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ლეგიტიმური მიზანია.ადამიანი ყველა სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა და თუ ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტს წარმოადგენენ ქალები და ისინი განსაკუთრებული უნარების, შესაძლებლობების და მონაცემების არიან, ისინი უნდა მონაწილეობდნენ პროცესებში.თქვენ, აქ მსხდომი ქალები და ასიათასობით სხვა ქალი, თქვენ-თქვენი მიმართულებებით წარმატების მაგალითი ხართ, მოტივაცია სხვებისთვის და სახელმწიფოსთვის რეალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ძალა და ენერგია იყოს გამოყენებული.და როდესაც შესაძლებლობის განვითარებას განსაკუთრებული საფუძველი სჭირდება და როდესაც ქალების და კაცების თანაბარი შესაძებლობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ დამატებითი შესაძლებლობები ამ ჩვენი უნარების განსავითარებლად.დღეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირება არის ჩვენი მხრიდან, რომ გაცხადებული მიზანი- ქალების გაძლიერების უკვე შიდაპარტიულ სტრატეგიას და პრიორიტეტს წარმოადგენს.ჩვენ ამ ორგანიზაციაში კარებს ვხსნით, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ერთგული, ძალიან მშრომელი და ძალიან მაგარი ქალისთვის და ასევე ყველა მხარდამჭერი ქალისთვის , ვინც იზიარებს იმ იდეოლოგიას , რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ატარებს.ამ ორგანიზაციის დაფუძნებით ჩვენ ვეუბნებით ყველას, რომ ჩვენს რიგებშივე გავაძლიერებთ ქალებს, რომ მათ წარმატებას შევუწყობთ ხელს და გენდერული თანასწორობა იქნება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ რაოდენობა. ეს უნდა იყოს ქალების ჩართულობა და მათი შინაარსობრივი მონაწილეობა და რაოდენობა უნდა აისახოს სწორედ ამაში.წარმატებები ჩვენ და ჩვენი გაძლიერებით წარმატებები ჩვენს ქვეყანას. - ნინო წილოსანი

09 მაისი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ინტერპელაციის წერილს, რომელიც ხვალ გაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ოთხშაბათს, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმენს. უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს ასევე მიმდინარე კანონპროექტები.

21 აპრილი, 2022

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით

დღეს ზუსტად 10 წელი შესრულდა ჩვენი პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურად დაფუძნებიდან. ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, შედგა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. არსებობის 10 წლის მანძილზე, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. 2012 წლიდან დღემდე, „ქართულმა ოცნებამ“ ცხრაჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობის მანდატი, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით. ამ ნდობის გამართლება ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური საზრუნავია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით და პარტიის იუბილეს ვულოცავთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლებს, 40 ათასზე მეტ წევრს, ახალგაზრდული ორგანიზაციის ათასობით წევრსა და 100 ათასობით მხარდამჭერს, რომლებიც ერთგულად დგანან ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა ჩვენი პარტია, ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში - ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია და ადამიანის უფლებები; ადამიანების ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველდღიურ პრაქტიკად იყო ქცეული; დანერგილი იყო სისხლის სამართლის არაადამიანური პოლიტიკა; შეკრების თავისუფლებას ხელისუფლება სისასტიკეს უპირისპირებდა; დანერგილი იყო ე.წ. ელიტური კორუფციისა და ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა; სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებოდა არა სამართალს, არამედ ავტოკრატიას და მისი მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებდა; არ არსებობდა მედიის თავისუფლება და ყველა წამყვანი მედიასაშუალება არა სიტყვის თავისუფლების, არამედ დიქტატურის სამსახურში იყო ჩაყენებული; ხალხს წართმეული ჰქონდა არჩევანის უფლება; ქვეყანას ჰქონდა სუსტი ეკონომიკა და მოსახლეობის 30 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა; არ არსებობდა მოსახლეობის სოციალური დაცვის არავითარი ქმედითი მექანიზმი, მათ შორის ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის რაიმე ქმედითი სისტემა; 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 225 ათასით შემცირდა; ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა, 30 ათასი ადამიანი კი დევნილად აქცია; შეჩერებული იყო საქართველოს წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამ უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. აღიკვეთა ადამიანის უფლებების ხელყოფის, ადამიანის ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო 12-ჯერ მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. პირველივე წლებში 11-ჯერ შემცირდა საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მაღალი ხარისხით არის უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. აღიკვეთა არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა და არჩევითი ორგანოები მოსახლეობის ნების შესაბამისად ფორმირდება. მაღალი სტანდარტით არის დაცული ეკონომიკური თავისუფლება და საკუთრების უფლება. ქვეყანას აქვს ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს. სასამართლო, პროკურატურა და შსს აღარ გამოიყენება რეპრესიულ მექანიზმად, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ დასტურდება. სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ - საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ - გირაოს თანხის საერთო ოდენობა. 2014 და 2020 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, 2012-21 წლებში საქართველოს ეკონომიკა 27 მილიარდიდან 60 მილიარდამდე გაიზარდა. 8 მილიარდიდან 19,5 მილიარდამდე გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები. აღიკვეთა ე.წ. ელიტური კორუფცია - ყველა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 3-ჯერ გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. 10-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების სამუშაოების მოცულობა. განხორციელდა 300 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება. ამოქმედდა მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 350 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, შეჩერდა საქართველოს მოსახლეობის კლება. ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვა ქმედითი მექანიზმები. 3-ჯერ გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ასევე, გასამმაგდა განათლების, კულტურისა და სპორტის დაფინანსება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. თვისებრივად გაიზარდა ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ხარისხი, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელებაა ოფიციალური განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ შედეგებისა, რომელიც ჩვენმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს 2012 წლის შემდეგ მოუტანა. ბუნებრივია, მიღწევებთან ერთად, იყო არაერთი შეცდომა და ხარვეზი. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, „ქართულ ოცნებას“ არასოდეს გადაუხვევია უმთავრესი პრინციპებიდან, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას უდევს საფუძვლად. ესენია - ღირსება, თავისუფლება და სოლიდარობა, პატრიოტიზმი და ეკლესიის პატივისცემა, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სწორედ ამ პრინციპებზე დააფუძნა ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა და ამით შექმნა მყარი საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული გარდატეხისა და საქართველოს ღირსეული განვითარებისათვის. ქართული ოცნება ჩვენთვის ორ უმთავრეს მიზანშია გამოხატული: პირველი - ეს არის ერთიანი საქართველო, საქართველო, რომელიც მშვიდობიანი გზით იბრუნებს არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებსაც. ეს არის საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს ერთმანეთისადმი სიყვარული. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ოცნება ერთიან საქართველოზე აუცილებლად ახდება; მეორე - ეს არის საქართველო კეთილდღეობის ევროპული ხარისხით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში და ყველა ოჯახი ცხოვრების ღირსეული პირობებით არის უზრუნველყოფილი. დღეს, საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხი ეკონომიკის განვითარების ხარისხს მნიშვნელოვნად უსწრებს წინ, ასეთ დროს კი, საზოგადოების აღქმაში დემოკრატიასაც ნაკლები ფასი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით 2021-27 წლებში მსოფლიოში მესამე, ევრაზიის კონტინენტზე კი - პირველი ქვეყანა იქნება. 2027 წლისთვის, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 9,200 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის, იმავე ტენდენციით, 12,500 დოლარს გადააჭარბებს, რითაც საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს. აქედან ჩანს, რომ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მინიშნება 2030 წელზე კონკრეტულ გათვლებზე იყო დაფუძნებული და ამ გათვლებს მყარი რაციონალური საფუძველი ჰქონდა. საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფო. ეს არის ის, რაზეც ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და სხვა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეები. ამაზე ოცნებობდნენ ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს. ამაზე ოცნებობს თითოეული ქართველი, რომლისთვისაც სიტყვა სამშობლო ძვირფასი და ღირებულია. გვჯერა, რომ ქართული ოცნება ერთიან და ძლიერ საქართველოზე აუცილებლად ახდება! საზოგადოების მხარდამხარ, ამ ოცნების ასახდენად ჩვენი პარტიის ერთ მუშტად შეკრული გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს, გააგრძელებს ბრძოლასა და შრომას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!

11 აპრილი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს.

11 აპრილი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე უკრაინაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს.

11 აპრილი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან მიიღო დაჩქარებული წესით შედგენილი კითხვარი. ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალზე მკაფიო პერსპექტივა, დაჩქარებული წესით მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.მადლობას ვუხდით ევროკავშირს ამ ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ და შესაბამის ვადებში შევსებას და ევროკავშირისთვის წარდგენას.ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას.საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ არის ქართველი ხალხის ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის, ურყევი ნებისა და არჩევანის ლოგიკური შედეგი. საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ ასევე არის „ქართული ოცნების თანმიმდევრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი. ამ მიზნის მისაღწევად ქართველმა ხალხმა გასული რამდენიმე ათწლეულების მანძილზე უდიდესი მსხვერპლი გაიღო.დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამისათვის აუცილებელი პირობაა, საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა, გააძლიეროს დემოკრატიული სისტემა, უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და აამაღლოს კეთილდღეობის ხარისხი ქვეყანაში. ამისათვის გატარდება ეფექტიანი რეფორმები, რომლებიც განამტკიცებს ჩვენს კონსტიტუციურ სისტემას და ქართულ ეკონომიკას ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად სწრაფად დაუახლოებს.ამ ამოცანების შესრულებისკენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევის და ქართველი ხალხის ევროპულ ოჯახში გაწევრების მტკიცე და ურყევი სურვილის შედეგად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, საქართველო წარმატებას აღწევს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც ევროკავშირის მხრიდან გაწევრიანების კითხვარის გადმოცემაში გამოიხატება. დღეს ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ბატონმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ოფიციალურად გადმოსცა ევროკომისიის კითხვარი, რითაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო ევროკავშირთან ურთიერთობებში. ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია იმისათვის, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადი გამხდარიყო: 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტით; ამ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ მნიშნველოვან შედეგებს მიაღწია ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე; 2017 წელს ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ წარმატებას წინ უძღოდა რეფორმების კომპლექსური პროცესი, რაც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას და დემოკრატიის კონსოლიდაციას. საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ ეს არის ის საკითხი, რომელის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანამ წარმატებით გააგრძელოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ. რაც შეეხება კითხვარის ფორმას და შინაარსს, მისი შევსებით ერთგვარად მოხდება საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და საკანონმდებლო მზაობის შეჯამება, რაც ევროკომისიას დაეხმარება მოამზადოს საბოლოო შეფასება, რომელსაც წარუდგენს ევროკაშირის საბჭოს . ევროკომისია შეფასების მომზადებისას, რა თქმა უნდა, იხელმძღვანელებს სხვა წყაროებითაც, როგორიცაა საერთაშორისო შეფასების ანგარიშები, ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური შეფასების ანგარიშები და ა.შ. საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება, ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში მიღწეულ საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხზე და რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთსულოვნად. ის რომ საქართველო, დანარჩენ ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში იღებს გაწევრიანების კითხვარს, არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროკაშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის ნათელი დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება. ქართული მხარე შეეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრონოს შევსებული კითხვარი ევროკავშირის მხარეს. დღეს ქართული სახელმწიფოსა და მისი მმართველი გუნდის ერთმანეთისგან გასამიჯნად და ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ქვეყნის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა! ქართული სახელმწიფოს წარმატების ფონზე, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი კვლავ აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით და ქმედებებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობას. მათთვის მთავარია, „ქართულ ოცნებას“ რაიმე წარმატება არ მიეწეროს და ყველაფერს აკეთებენ, იმისათვის რომ სახელმწიფოს სწორედ ის წარმატება დააკნინონ, რაზეც დგას ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ანტიდასავლურ და ანტიქართულ ინტერესებს ემსახურებიან. ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ წარსულში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის მსგავსად, ქვეყანას ოპოზიციაში ნუ ჩაუდგებიან. დღეს, საქართველოს, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება ერთიანობა. არჩევანი კი მარტივია, ან ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ევროპული მომავლის მხარეს ხარ, ან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ოპოზიციაში

09 აპრილი, 2022

პარტია „ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და მთავრობის წევრებთან ერთად თელავში სამუშაო შეხვედრა გამართეს

პარტია „ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და მთავრობის წევრებთან ერთად თელავში სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელა. მთავრობასა და საპარლამენტო გუნდს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ეფექტურობის მიზნით, შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები. საპარლამენტო გუნდისა და მთავრობის წევრთა შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება.

06 აპრილი, 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

მოგესალმებით, სამწუხაროდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ აქამდე არნახული და გაუგონარი ჰიბრიდული ომი მიმდინარებს! აქვე ყველასთვის აშკარაა, რომ დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, ფეიკნიუსებისა და პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა! საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას ,,საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად’’ მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო, პრინციპული პოზიცია! ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი; გაეროში - სადაც საქართველო შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო; პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთოში, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება. აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე. ჩვენ ყველგან უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ! ამ ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! მტკიცებულებები მოთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში. გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან, საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს მიმართ. სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად, ომის დაწყების დღიდან ვხედავთ. ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ამავე დროს არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დაცდენიათ იმის მიუხედავთ, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის, და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია. ამიტომაც, მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის წარმომადგენლები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები არის გარანტი, რომ ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. აქვე, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო არასდროს შეწყვეტს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე.

04 აპრილი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, შაბათს შედგა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფლებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ქალაქ ბათუმში. რუსთავსა და გარდაბანში, დაბალი კონკურენციის მიუხედავად, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. ჩვენმა კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა მიიღო 34 ათასზე მეტი ხმა, ამომრჩეველთა ხმების 90,1 პროცენტი. ირაკლი შატაკიშვილს ვულოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას. ირაკლი არის მაღალკვალიფიციური იურისტი, ნამდვილი პროფესიონალი და მოხარული ვართ, რომ ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმის არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი - ჩვენი კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ჩვენმა კანდიდატმა მიიღო ამომრჩეველთა ხმების 69 პროცენტი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მადლობას ვუხდით ბათუმელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის, ბატონ რამაზს კი ბათუმის საკრებულოში წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ. შეგახსენებთ, რომ ბათუმის არჩევნებში გამარჯვებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მანდატების უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, რაც იყო აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეფერხების გარეშე იქნეს მიღებული. მოგეხსენებათ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მიიღო 64-დან 8 საკრებულოში. აღნიშნული 8 საკრებულოდან 3 საკრებულოში ჩვენ უკვე შევძელით უმრავლესობის ფორმირება. დამატებით, მინიმუმ კიდევ ერთ საკრებულოში ახლო მომავალში შევძლებთ უმრავლესობის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, მინიმუმამდე შემცირდება ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორი პარტიის რესურსი, თუნდაც მინიმალური შეფერხება შეუქმნან მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ადასტურებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს და აფასებს ხელისუფლების კურსს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს უკავშირდება. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა „ომის პარტიას“ და მის განზრახვას, პროვოკაციების გზით, საქართველო სამხედო კონფლიქტში ჩაითრიონ. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სიცრუე, სიყალბე, ღალატი, „ომის პარტია“, მეხუთე კოლონა ვერასოდეს გაიმარჯვებს და ყოველთვის მძიმედ დამარცხდება. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მადლობას ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ რუსთაველების, გარდაბნელების, ბათუმელებისა და მთლიანად, ქართული საზოგადოების მიერ არაერთგზის გამოცხადებული და დადასტურებული ნდობა გავამართლოთ.

01 აპრილი, 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ ხვალ ქალაქ რუსთავში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფლებში იმართება საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს ჩვენი კანდიდატი, ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი ირაკლი შატაკიშვილი. რუსთაველ და გარდაბნელ ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ, ჩვენს კანდიდატს კი გამარჯვებას ვუსურვებთ. ასევე, ხვალ ბათუმში იმართება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს მხოლოდ ორი კანდიდატი - ჩვენი კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.ამ არჩევნებს აქვს სერიოზული დატვირთვა ბათუმისთვის. სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ქონდეს თუნდაც მინიმალური შანსი, დაბრკოლებები შეუქმნას ბათუმის განვითარებას და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.ამ არჩევნებში ჩვენ წარვადგინეთ ღირსეული ბათუმელი კაცი, რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა აჭარას და რეგიონის მოსახლეობას.ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენს კანდიდატს აქვს დიდი უპირატესობა „ომის პარტიის“ ანუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან შედარებით. კერძოდ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ჩვენი კანდიდატი საარჩევნო ოლქში, სადაც დაახლოებით 10 ათასი ამომრჩეველი იღებს ხოლმე არჩევნებში მონაწილეობას, რამაზ ჯინჭარაძე სულ მცირე ათასი ხმით იგებს არჩევნებს. ბუნებრივია, წინასაარჩევნო მონაცემები ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს და მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება და ამის გამო, მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან. ამაზე მიანიშნებს მათ მიერ გასული დღეების განმავლობაში სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც, ის ფაქტი, რომ მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებიდან ვიხილავთ.მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და ამომრჩეველს მისცენ საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი.

30 მარტი, 2022

შალვა პაპუაშვილი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,  ევროპის პარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტ ირაქსე გარსია პერეზს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოლიტიკური პარტია „ქართულ ოცნებასა“ და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფს შორის არსებულ განსაკუთრებით მტკიცე კავშირებსა და საერთო ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას.მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე, საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსა და რუსულ აგრესიაზე უკრაინაში. სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი.

28 მარტი, 2022

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

• სამწუხაროდ ბევრი სპეკულაცია მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ნორმებს, თითქოს ეს ცვლილება შეეხება კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში გარკვეულ საკითხებს. ეს არ არის სწორი ინფორმაცია, ნორმაში ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ იმსჯელოს, მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლები. • ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა მმართველ გუნდს, ის მოგვიწოდებს აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, რაც წარმოუდგენელი და უპრეცედენტო მოვლენაა. მათი ლოგიკით, ვისაც რა მოუნდება შეუძლია დააბრალოს მმართველ გუნდს და მის წარმომადგენელს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სარჩელიც კი არ უნდა შეიტანონ თავისი უფლებების დასაცავად. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ქმედება არის კოორდინირებული, ანუ, სასამართლოში შედის სარჩელები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელს ვიღაცამ ტყუილი დააბრალა. ვპირდები, რომ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, რომელიც გადაწყვეტს რომ ნაცმოძრაობას ამგვარად დაუჭიროს მხარი თუ, თავად პოლიტიკოსი ნაცმოძრაობიდან, ეს ქმედებები და მსგავსი საკითხები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება. ჩვენ მათ ნებისმიერ დაბრალებაზე, სამწუხაროდ ვერ მოვიცლით და ვერ მოვახდენთ რეაგირებას, მაგრამ სარჩელები კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი უბრალოდ გატარდება. • სამწუხაროდ კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ გრძელდება, რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს დადასტურდა სამწუხაროდ უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით. დღეს ნაცმოძრაობის ბელადმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, მან თქვა - მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა. ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა მისი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენელს დარწმუნებული ვარ და ამას ვერსად გაექცევიან. • ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება  ყველანაირად შეეცდება, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზებს და ოსებს მივმართავთ, არანირი საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედებების შესახებ იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ, დეოკუპაციისთვის არ არსებობს და თუ ვინმე მიზანმიმართულად ასეთ პროვოკაციულ ინფორმაციას ავრცელებს, ეს არის მხოლოდ იმ ნარატივის გაგრძელება, რაც ნაცმოძრაობას და მის სხვა დანაყოფებს აქვთ ამ პერიოდში და რასაც ისინი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმოებული ღია აგრესიის კვალდაკვალ და პარალელურად.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ - ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო.ჩვენ საზოგადოებას არაერთგზის გავუზიარეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ.სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება მუდმივი მოწოდებები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ; ამავე მიზანს ემსახურებოდა უმძიმესი პროვოკაციული მცდელობა, საქართველოს მთავრობის ნებართვით უკრაინაში გაგზავნილიყო მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი; ამავე მიზანს ემსახურებოდა დისკრიმინაციული პროპაგანდა რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ, მოწოდებები ხელისუფლების მიერ იარაღის შეძენისკენ (ყველას გახსოვთ, მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები ამასთან დაკავშირებით), სამხედრო სტატუსის შესახებ თემის სპეკულაციური წამოწევა, მოწოდებები ხელისუფლების მიერ უხეში რიტორიკის გამოყენებისკენ და ა.შ. საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო „ომის პარტიის“ მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ „ომის პარტიის“ ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა და ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა.საქართველოში სამხედრო კონფლიქტის გადმოტანის მიზანს ემსახურება, აგრეთვე, „ომის პარტიის“ პირდაპირი თუ ირიბი საუბრები ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარაზე და მოწოდებები ომის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი ომი აფხაზეთსა და ცხინვალში იქნება არა მხოლოდ ომი ქართველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, არამედ, ასევე, ომი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ახალი ძმათამკვლელი ომი იქნება უდიდესი, უპატიებელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ. თუ არსებული მძიმე ვითარება ქმნის რაიმე შესაძლებლობის ფანჯარას ამ თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გავუწოდოთ დახმარების ხელი გამწვავებულ სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად.კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, სათანადო პასუხს გასცემს „ომის პარტიის“ ყველა პროვოკაციას და არ დაუშვებს საქართველოს ჩათრევას სამხედრო კონფლიქტში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე.

22 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ჩვენი სოლიდარობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. საქართველო განაგრძობს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე. ასევე გრძელდება ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ღია აგრესიისა და საომარი ქმედებების პარალელურად, საქართველოში ომის პარტია და მისი დანაყოფები აგრძელებენ საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას. ალბათ ყველას გახსოვთ ცრუ ინფორმაციების კასკადი და ომში ჩართვის რეგულარული მცდელობები მათი მხრიდან, რასაც ბოლო დღეებში ახალი, ჰაერიდან მოტანილი ტყუილები დაემატა. მაგალითად: საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს დააბრალეს, თითქოს საჯარო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა ხდება, ასევე მოიგონეს თითქოს ბათუმში იხსნება რუსული სკოლა, თითქოს პარლამენტში განსახილველად შედის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები, რაც მათივე შექმნილი ფეიკის მიხედვით საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას უკავშირდება; თქვეს რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა; საუბრობდნენ ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სასწრაფო წესით დაწყებაზე და ა.შ. ეს არის მათი მავნებლობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. ყველა მათგანი აბსოლუტურად საზოგადოებაში მღელვარების გამოსაწვევად შექმნილი მათივე მოგონილი ამბავია. ამის პარალელურად აყენებენ სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც, თან პროპაგანდისტულ თუ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება, პარალელურ რეჟიმში კი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ომის პარტიის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, ჰიბრიდულ ომს და საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს. ამასთან ერთად, ბოლო დღეებში დაიწყეს ისეთი თემების აქტუალიზაცია, რომლებიც, ამ ვითარებაში, ცალკე აღებულიც, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მტრობას. ერთ-ერთი ასეთი თემა 17 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე ახსენა ომის პარტიის ლიდერმა სააკაშვილმა, რის შემდეგაც მათ თავიანთ მედიასაშუალებებში შიდაპროპაგანდა და თანამშრომლების დარწმუნებაც კი დასჭირდათ, რომ თემის აქტუალიზაცია მოეხდინათ და საკითხის წამოწევა დღეს, სააკაშვილის განცხადებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაბედეს. ცალსახად უნდა ითქვას, ამ ვითარებაში, მსგავსი თემების აქტუალიზაცია არის არა მხოლოდ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, არამედ პირდაპირ საქართველოს მტრობა. შესაბამისად, ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე მისი დანაყოფების არც ერთი ინიციატივა. წარმოუდგენელია შეხვიდე იმ ხალხის მიერ ინიცირებული საკითხების შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მიზანია საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები ან, როგორც მინიმუმ, უკიდურესი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს, მის ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს, ამით კი თავად რამენაირად ისარგებლონ. ამიტომ ჩვენ, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მათ არც ერთ ინიციატივას არ განვიხილავთ. ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე! ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

16 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ.გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, „ომის პარტია“ ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ. ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები. ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არც ერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის, ვიმეორებთ - არავის არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის, მათ შორის რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა.უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია. თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ომის პარტიას“ ნაციონალური მოძრაობის სახით, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ღიად ისაუბრონ ამაზე.კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებით, საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს.აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს.ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ და პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე.

15 მარტი, 2022

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას. ვიდრე დეტალებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს გვინდა მოვუწოდოთ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს. გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს. როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს. სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს. საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა. სრულიად გაუგებარი იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა. მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე იქნა მოწვეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცა განმარტებები პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა. უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა. უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი უხერხულობა აგვერიდებინა და პარლამენტის სხდომაზე მის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა სათანადოდ გამოვხატეთ. გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი „გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა - „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა - იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს. არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს. გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია „დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის“. რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების - ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს. ამ პირობებში, გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა. როგორც გავარკვიეთ, ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციონერის დანიშვნა იყო პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძირითადი სათქმელი, რაც, თავისთავად, მრავლისმთქმელია. საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი, რომლის დამკვიდრებაში მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, 2017 წელს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული. ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული შეცდომებისა და გადაცდომებისგან და მისი სამომავლო ქმედებები და განცხადებები ამდენ კითხვას აღარ დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს.

13 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მომავალ სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელიც 14 მარტს გაიმართება, 17 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოსმენას, ასევე მიმდინარე საკითხებს.

11 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ. აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ ქმედებებსა და კამპანიას, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის. დეტალებს რომც არ ჩავუღრმავდეთ, უკვე ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებას. სწორედ ამგვარი მოღალატეობრივი სულისკვეთებითა და ქმედებებით ჩააბარეს მათ 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ხოლო მოგვიანებით ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული ჯარი დაადანაშაულეს, ახლა კი, როგორც ჩანს, ესეც არ ყოფნით და საქართველოს მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად, მაქსიმალურად დამძიმება სურთ. რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივი კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ხატია დეკანოიძის მდარე სიცრუით გაჯერებული გამოსვლა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, სადაც ის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პრორუსულ ხელისუფლებად წარმოჩენას ცდილობდა, საქართველოს რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებდა და მეტიც, საქართველოს უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერაში დასდო ბრალი. ასევე სამარცხვინო და მოღალატეობრივი იყო ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიის - „მთავარი არხის“ წარმომადგენლის გუშინდელი გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე, რომელიც ასევე სიცრუეზე იყო აგებული და საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებას ისახავდა მიზნად. აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, მეხუთე კოლონას ნაციონალური მოძრაობის სახით, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ერთი მხრივ, სანქციების დაწესებით დაამძიმოს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და მეორე მხრივ, საქართველო რამენაირად ჩართოს ომში. როგორც ცნობილია, ამ მიზნის გამჟღავნებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ, თუმცა, დავით უსუფაშვილს გუშინ წამოცდა ის, რაც არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა. კერძოდ, მან გუშინ, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ომში რუსეთთან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იდგება ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და არ დაუშვებს არც ომში ქვეყნის ჩართვას და არც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესებისთვის გაუმართლებელი, გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას. საზოგადოებას მოვუწოდებთ, სათანადოდ შეაფასოს რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ტელევიზიების მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანია და გამოიჩინოს მაქსიმალური განსაკუთრებული სიფრთხილე მათი პროვოკაციების მიმართ.

09 მარტი, 2022

„ქართული ოცნების’’ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც იცით, უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და წარმოებული საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მსგავსი პრეცედენტი დღეს არ ფიქსირდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, შეუერთდა თუ არა ესა თუ ის ქვეყანა სანქციებს, აგზავნის თუ არა მთავრობის ოფიციალური თანხმობით მოხალისეებს და ა. შ. საინფორმაციო ომში ჩართულია რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო საშუალება და პარტიული აქტივი მთლიანი რესურსით, რომლებიც თავიანთ მავნებლურ კამპანიას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ. მაგალითად: 1. ვნახეთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო და შეგნებულად შექმნილი აღმოჩნდა აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული მიგრაცია შეინიშნება. რაც შეეხება კონკრეტული მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვების საკითხს, რაზეც პერიოდულად გარკვეულ კონკრეტულ ნეგატიურ კამპანიებს ვაწყდებით-ხოლმე საინფორმაციო სივრცეში:როგორც ჩვენი მხრიდან უკვე გახმოვანდა, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის დროს შესაბამისი უწყებები, აზღვევენ ყოველგვარ თეორიულ რისკსაც კი და შემოშვების შესახებ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. 2. რადიკალური ოპოზიციის ყველა სპიკერს და პარტაქტივის თითოეულ წარმომადგენელს დავალებული აქვს, რომ ნებისმიერი შესაძლებლობისას, რაც შეიძლება მეტჯერ გაიმეორონ, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება. კამპანია წარმოებს როგორც ქვეყნის, ასევე, რაც კიდევ უფრო ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი და ამორალურია, საქართველოს ფარგლებს გარეთ. როგორც ჩანს, მათ მართლაც ჰყავთ დაქირავებული ლობისტები ამ მიზნის მისაღწევად და გავრცელებული ინფორმაციაც ამასვე ადასტურებს. 3. უკვე რამდენიმე დღეა მიდის კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ომის დროს რუსეთთან წარმოებს მოლაპარაკებები კონკრეტულ ახალ საკითხებზე სავაჭრო სფეროში, რაც ასევე მდარე ფეიკია. რეალურად რძის ნაწარმთან დაკავშირებით მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში კერძო კომპანიების მიმართვა გაგზავნილი იყო 2020 წელს და პასუხი ამ მიმართვაზე რუსეთის შესაბამისმა სამსახურმა "რატომღაც" ოთხი დღის წინ გამოაგზავნა. 4. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში და ინტერნეტსაიტებზე გამოჩნდა დასპონსორებული გვერდები და ვიდეორგოლები, რომლებიც ომის შესახებ პირდაპირ მოწოდებას ეხება. ქვეყნის ფარგლებს გარედან გავრცელებული ამ ვიდეოეორგოლების პათოსს ირიბად და ხანდახან პირდაპირი მინიშნებებითაც კი რადიკალური ოპოზიციის აქტივი და მათი ლიდერები ამძაფრებენ ვითომდა მორალურ, ეროვნულ, ვაჟკაცურ ემოციებზე მითითებით და ამგვარად ცდილობენ შეფუთონ მათი მხრიდან ომის პროპაგანდა. 5. დაფიქსირდა ცრუ ინფორმაციებიც იმის შესახებ, რომ თითქოს ხდება ქართული სამხედრო ძალების ცალკეული დანაყოფების დისლოკაციის ადგილის შეცვლა, გადაადგილება და ა.შ. თუმცა ამ ფეიკის მხარდაჭერას ისეთივე ღია ფორმებით, როგორსაც წინა შემთხვევებში, ვერ ბედავენ. 6. გარდა იმისა, რომ საინფორმაციო ომის შემადგენელ ელემენტებად რამდენიმე მიმართულების კამპანია აქვთ გაშლილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კამპანიას. მათ მიაჩნიათ, რომ არსებულ ემოციურ ფონზე ამისი გატანა მარტივად შესაძლებელია და აორგანიზებენ სხვადასხვა აქტივობებს, რომლითაც ისინი დისკრიმინაციის, ჩაგვრის და სხვა სახით ზემოქმედების გამართლებას ცდილობენ. თავის მხრივ დისკრიმინაციის ეს კამპანია, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურ სიბნელეს და შუასაუკუნეების მიდგომას წარმოადგენს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ასიათასობით მოქალაქეს და შეიცავს პროვოკაციის მომეტებულ რისკს საქართველოს ომში ჩათრევის უკვე კარგად გაშიფრულ ინტერესთან მიმართებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ და სხვა კამპანიების პარალელურად, სამწუხაროდ, ოკუპანტთან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად იცლიან ე. წ. "ლაივვიდეოების" ჩასაწერად და განცხადებების გასაკეთებლად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რისი მიზეზების შესახებ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ. მოცემულ სიტუაციაში დეტალებზე აღარ შევჩერდებით და ნამდვილად არ შევალთ დისკუსიაში. პირიქით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ერთი მხრივ რუსეთი აწარმოებს ღია აგრესიას და ომს უკრაინის ტერიტორიაზე, არღვევს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ნორმას, იხოცებიან ადამიანები და საქართველოც, რომლის ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია იმავე სახელმწიფოს მიერ, დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. მეორე მხრივ ჩვენმა ქვეყანამ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ამ ფონზე მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ომის წარმოება ქვეყნის შიგნით და გარეთ, დიდი რაოდენობის თანხების ხარჯვა და კამპანიის ლობირება საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ, არის ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითი. საქართველოს ხელისუფლება ბუნებრივია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში არ დაუშვას ომი, რომელმაც შესაძლოა კატასტროფამდე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი. საზოგადოებას მოვუწოდებთ, რაც არ უნდა რთული იყოს, სიმშვიდით შეხვდნენ რადიკალური ოპოზიციის, იგივე მეხუთე კოლონის მიერ წარმოებულ მტრულ და მავნებლურ კამპანიას, ნუ წამოეგებიან მათ ყოველდღიურ, ძირითადად ფეიკებზე აგებულ პროვოკაციებს და საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს. ახლა მთავარია ვიაროთ სწორი მიმართულებით და მართლები ვიყოთ არა რომელიმე რევანშისტული პარტიის მიერ შექმნილ საომარ ნარატივთან, არამედ ჩვენი შვილების მომავლის, ჩვენი სამშობლოს, მისი უსაფრხოების და ეროვნული ინტერესების წინაშე, რისთვისაც აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ.

07 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფონზე, ჩვენთვის მით უფრო სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთდება.გუშინ მოვისმინეთ მორიგი ამგვარი განცხადებები უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში, რძის პროდუქტების თემას უკავშირდებოდა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებული ემოციური ფონი, რომლის პირობებშიც უწევთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მუშაობა. ასეთ დროს, საკითხების უტრირების ალბათობა, ბუნებრივია, იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში აწარმოებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხის არსს, რომელიც გახდა ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადების მიზეზი:როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმაც განმარტა, მოთხოვნა რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან. შესაბამისად, ამ განაცხადს ვერც რუსეთ-უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. გარდა ამისა, ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა უტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა. საქართველომ, ისევე, როგორც ჩვენი სამეზობლოს ყველა ქვეყანამ - მათ შორის თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ - განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება. ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული: რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის. სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას. გამოკვეთილია ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს შედის და ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა. გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო. აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ნაციონალური მოძრაობის.სინამდვილეში, მათ, იგივე მეხუთე კოლონას საქართველოში, არ ადარდებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია, საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა. მათ სურთ საქართველოში 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც რუსეთს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მოგვიანებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები დაადანაშაულეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი. საქართველო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად და ამავდროულად, საქართველოში მშვიდობის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

04 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობის სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არავითარი გამართლება არ აქვს. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ. თუმცა, ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტიც ნათლად მიანიშნებს, თუ რა რეალური განზრახვა დგას ამ კამპანიის უკან. დღეის მდგომარეობით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. შესაბამისად, ძალზე ლოგიკურია, რომ დისკრიმინაციული კამპანიის ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გამსჭვალული არიან საერთო ზიზღით ქართული კულტურისა და ზოგადად, ქართველობის მიმართ და მათი კამპანიის უკან კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი მიზნები დგას. ამჟამად, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. აქვე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება. აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა, კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს. საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული. აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მოდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად.დასასრულს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის ომის თავიდან ასარიდებლად, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ყველა მიმართულებით სახელმწიფოებრივი რისკების დასაზღვევად.

02 მარტი, 2022

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. ამასთან, კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის, გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკური მრავალი მიზეზის გამო. კერძოდ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა შესაბამის პლატფორმაზე - ევროსაბჭოში, გაეროში, ეუთოში. უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს. მაგალითად, უკრაინას არ გაუწვევია ელჩი ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი ან გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობაზე თქვეს უარი. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, შეგახსენებთ, რომ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვ. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას ელჩი არცერთი ამ ქვეყნიდან არ გაუწვევია. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი საქართველოს მთავრობის მონაწილეობით უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვ. თუმცა, არც ეს გადაწყვეტილება გამხდარა შესაბამისი ქვეყნებიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის მიზეზი. ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს. აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც, ბუნებრივია, თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ. როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ. სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედებებით ეს ადამიანები დამატებით პრობლემებს უქმნიან ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინას და მის ხელისუფლებას.ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საჯაროდ ვერ ბედავენ და გაურბიან პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში ან უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები. ქვეყნის ომში და სანქციებში ჩათრევის ფარული მცდელობების ნაცვლად, მათ ურჩევნიათ საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე. ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას და ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია. საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ასევე არ დააწესებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენი პოზიცია უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ურყევი. საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს უკრაინელი ხალხისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ჩვენთვის უკრაინა არის არა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე ან დავით არახამია, არამედ, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ამ პრინციპების დასაცავად, საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს. ოპოზიციას, რომელიც ირონიულად აფასებდა ჩვენს ამბიციურ საპროგრამო გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე, დღეს აქვს შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო. ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადი სანქციების დაწესებასა და შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის ჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა. 2024 წელს, როგორც ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით. თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს. საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება.მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც. გასული წლების განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ მრავალი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა. 2024 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოაცხადა. ამ ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ. გასულ წელს საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 10,6 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარი 18-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. ჩვენი ხელისუფლება მყარად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის გზა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სიღარიბის დაძლევამდე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხარისხის თვისებრივ ამაღლებამდე და დეოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი მომავალშიც გამსჭვალული იქნება ამ მიზნით და პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე.

28 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

დღეს გაიმართა უმრავლესობის სხდომა, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და მის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და რეგიონის წინაშე არსებულ სერიოზულ რისკებზე. ჩვენ, ასევე განვიხილეთ აგორებული ხელოვნური აჟიოტაჟი და ის თავდასხმები, რომელიც საქართველოს მთავრობის და მისი ხელმძღვანელის მიმართ ხორციელდება. სამწუხაროდ, იმ ურთულეს ვითარებაში, როდესაც უკრაინაში რუსეთის ღია აგრესია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, საქართველოში აღმოჩნდა ხალხი, რომელიც ამ ომით სარგებლობს და თავისი გეგმებისთვის იცლის. საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ და ამის კვალდაკვალ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, გამოვხატოთ ქმედითი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ამ ფონზე, საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის, რას ემსახურება რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რაც ნაციონალური მოძრაობიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა. სამწუხაროდ მათი მიზანი არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით სარგებლობა და საქართველოში სიტუაციის არევაა. ნიშანდობლივია, რომ ამ მოღალატეობრივი მოქმედებების ავტორია ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც საქართველო და ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არც ერთი მათგანისგან კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, საქართველო მეგობარი უკრაინის მიმართ ქმედით ჰუმანიტარულ დახმარებას და მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მკაფიოდ და ურყევად გამოვხატავთ. გარდა ამისა, ჩვენს დიპლომატიურ მისიებს უკრაინაში არა ერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ერთი წუთითაც არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია და მათი სამუშაო ადგილები. გახსოვთ ალბათ, ამასთან დაკავშირებითაც იყო სამწუხაროდ ორდღიანი ნეგატიური პიარი, თითქოს ჩვენი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა მიატოვეს, უკრაინა და ჩვენი ხალხი მათგან დახმარებას ვერ იღებდა და მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ არც ერთი წუთით, არა თუ უკრაინა, თავიანთი სამუშაო ადგილები არ მიუტოვებიათ და თავის საქმეს აკეთებდნენ, ამის შემდეგ დაუწყეს მხოლოდ მადლობის გადახდა და ქება. ამ სამწუხარო რეალობაში ვართ, გამოწვევები არის ბევრი, დიდი და ჩვენ გვიწევს გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ბეწვის ხიდზე სიარული და ამ დროს, შიდა ხელოვნური ტურბულენტობები ემსახურება ერთადერთი - ჩრდილოელი მეზობლის, ამ შემთხვევაში უკრაინაში ღია აგრესიის ავტორის ინტერესებს. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან, ეს იქნება გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და იცით შესაბამისი დოკუმენტები, მხარდაჭერა, ხელმოწერები, რაშიც სხვათა შორის იმ ადამიანებმა, ვინც ამ ე.წ. ტურბულენტობას უზრუნველყოფს, მონაწილეობა არ მიიღეს. ასევე იცით, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ამ ფონზე შიდა დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, საქართველოში არსებული სიტუაციისთვის და იმ რისკების გაღრმავებას ემსახურება მხოლოდ, რა რისკებიც წინაშეც ამ შემთხვევაში ცივილური სამყარო დგას.

20 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები ამბროლაურში, პარტიის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი და ეკა სეფაშვილი ამბროლაურში, პარტიის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ. ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე შეჯერდა პოზიციები ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებსა და დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პარმენ მარგველიძე, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. რაჭით დასრულდა ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებული შეხვედრები რეგიონებში. შეხვედრების დასრულების შემდეგ დაიწყება მზადება ქალთა ორგანიზაციის ყრილობისთვის, რომელიც სავარაუდოდ, ერთი თვის შემდეგ, თბილისში ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ.

19 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. ზუგდიდის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ეკა სეფაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ხახუბია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან მგალობლიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, „ქართული ოცნებიდან“ მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. 20 თებერვალს შეხვედრა გაიმართება ამბროლაურში. შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, იმერეთის, გურიისა და აჭარის ორგანიზაციებთან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ბათუმში, პარტიის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ბათუმში, პარტიის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ეკა სეფაშვილი, ზაალ მიქელაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის გონიო-კვარიათის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. დღესვე შეხვედრა გაიმართება ზუგდიდში.

18 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ოზურგეთში, პარტიის გურიის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ოზურგეთში, პარტიის გურიის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე. 19-20 თებერვალს შეხვედრები გაიმართება ბათუმში, ზუგდიდსა და ამბროლაურში. შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და იმერეთის მხარეში.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. ქუთაისს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. დღესვე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის მხარეში.

17 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართა, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან. შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, თამარ ტალიაშვილი, ხატია წილოსანი, ლექსო დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, დმანისის მერი კობა მურადაშვილი, ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი, თეთრიწყაროს მერი გიორგი წიკლაური, წალკის მერი ილია საბაძე, გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის მხარეში. 18-20 თებერვალს დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ამბროლაურში.

14 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს პარლამენტში განსახილველ საკითხებზე და მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები: საპარლამენტო უმრავლესობა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს დაუჭერს გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკოს წევრის პოზიციებზე - გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს; საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს კარლო კაციტაძის კანდიდატურას; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე უმრავლესობა მხარს დაუჭერს ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას; საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობას გააცნო ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში გამართული ვიზიტის შესახებ. განიხილულ იქნა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას და 2 აპრილს რუსთავსა და ბათუმში გასამართ შუალედურ არჩევნებს.

„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრები რეგიონებში გრძელდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი და გელა სამხარაული, კახეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ. თელავში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროს და ახმეტის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები, შეჯერდა პოზიციები ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი. გუშინ შეხვედრები გაიმართა მცხეთაში, გორსა და ბორჯომში, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება.

13 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონებში გრძელდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ. ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის და ახალქალაქის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი. დღეს შეხვედრები გაიმართა ასევე მცხეთასა და გორში, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ზაალ დუგლაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შიდა ქართლში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ. გორში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. პირველი შეხვედრა დღეს მცხეთაში გაიმართა, მცხეთა-მთიანეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. დღესვე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის წევრები ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდებიან.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა დღეს მცხეთაში გაიმართა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მცხეთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრ ქალებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების  ვადებზე, შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე. დღესვე შეხვედრები გაიმართება გორსა და ბორჯომში.

გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია პარტიაში დაგეგმილი სტრუქტურული სიახლის შესახებ. პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა. ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად. სხვადასხვა გარემოების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენმა პარტიამ შეძლო 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ 3 ქალი კანდიდატის წარდგენა, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები, არსებითად, მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ. ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში. ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის. ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში. უახლოეს მომავალში გაიმართება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. მოგვიანებით, გაიმართება ქალთა ორგანიზაციის 11 საქალაქო და რეგიონული კონფერენცია, რომელიც აირჩევს საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ბიუროებს. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ქალების როლის გააქტიურებას არა მხოლოდ პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს საზოგადოებაში ქალების უფლებების დაცვისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

12 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გახსნეს და რუსთაველებს დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გახსნეს და რუსთაველებს დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსთავში და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ამ არჩევნების მოგება. გვყავს ღირსეული კანდიდატი, ირაკლი შატაკიშვილი, რომელიც არის პროფესიონალი, ძალიან კარგი იურისტი. ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია პროფესიულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძალიან ღირსეული პარლამენტის წევრი, რომელიც იზრუნებს რუსთავზე და გარდაბნის ისტორიულ სოფლებზე უკვე საპარლამენტო ფორმატში – ირაკლი კობახიძე რუსთავი და გარდაბანი იმსახურებს და ყოველთვის იმსახურებდა ღირსეულ კანდიდატს. ბევრი ადამიანის შესახებ გვქონდა დადებითი რეკომენდაციები, ძალიან ბევრი ადამიანი განიხილებოდა, მაგრამ ჩვენ ამოვარჩიეთ მართლა საუკეთესო. ირაკლი შატაკიშვილმა უკვე დაამტკიცა გუნდში, რომ შეუძლია აიღოს პასუსიხმგებლობა კონკრეტულ თემებზე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, იმოქმედოს სწორად და  ბევრი საკითხი გადაწყვიტოს - მამუკა მდინარაძე კანდიდატის წარდგენას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლექსო დალაქიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ

10 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

ნამდვილად რთული იყო წარმოდგენა, რომ მოგვიწევდა ისეთ საკითხზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც დღეს მოგიწვიეთ, თუმცა, ფაქტია, 21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში. საუბარი მაქვს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხუმრობაა. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაში 33 დეპუტატია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული  შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად საკრებულოს სხდომის გახსნა - არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც შეიძლება. ანუ მათი დათვლითა და არითმეტიკით 16   33-ის ნახევარზე მეტია. აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი პირობა ასეთია:  სხდომა უფლებმოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მიმიმუმ 17 წევრი. ამის მიუხედავად, უკვე კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ კვორუმის გარეშე დაიწყეს არარსებული სხდომა და მიიღეს ე. წ. „გადაწყვეტილებები“:   „გადააყენეს“ სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად „დანიშნეს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც მხარი გახარიას პარტიის წევრებმაც დაუჭირეს (აქამდე ნაც. მოძრაობის წევრები უჭერდნენ მხარს, ახლა უკვე პირიქით, გახარიას პარტიის წევრებმა დაუჭირეს სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელს მხარი); ასე შეწყობილად მუშაობენ უკვე. ამავე ე. წ. სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც. ერთი სიტყვით, კვორუმის გარეშე გახსნილ ე. წ. „სხდომა“ ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე, 74 ან 75 დეპუტატით, ან მაგალითად ორგანული კანონების მიღება ამდენივე ხმით. ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ამ მსოფლიო პრაქტიკას და კანონმდებლობას არ აღიარებენ სააკააშვილის და გახარიას პარტიის წევრები და მათი ქმედებების ლოგიკით, სენაკში 16 უდრის 33-ის ნახევარზე მეტს ან 16 უდრის ან მეტია 17-ზე! სააკაშვილი-გახარიას პარტიების ერთობლივი საქმიანობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ორ, ერთ ორგანიზმად ქცეულ პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ წარმოუდგენელი სიგიჟეა ოცდაცამეტდეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება მოინდომო 16 დეპუტატით და ამით წახვიდე არა მხოლოდ არითმეტიკის, კანონების თუ კონსტიტუციის წინაღმდეგ, არამედ მოინდომო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ჯერ მსოფლიო პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა.

09 თებერვალი, 2022

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.   შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.   აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვანია გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.   შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს საქართველოსა და ფართო რეგიონში და იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.   ტომ ტუგენჰატმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.   შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.   საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის თავმჯდომარეს, ჯონ მაკფოლს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. შალვა პაპუაშვილმა მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა და ლორდთა პალატის თავმჯდომარეს საქართველოს საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები გააცნო.ჯონ მაკფოლმა დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატა მზაობა, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის. შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს ლინდსი ჰოილს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, ლინდსი ჰოილს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობასა და აქტიურ ორმხრივ დიალოგს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა საპარლამენტო, ეკონომიკის  და სხვა მიმართულებებით. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება. ამასთანავე, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და მადლიერება გამოხატა დიდი ბრიტანეთის მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მხარდაჭერისთვის. ლინდსი ჰოილმა დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და, აგრეთვე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

02 თებერვალი, 2022

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2 აპრილს, რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისა და ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების შესახებ იმსჯელეს. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე დასახელდნენ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს. დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ. ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი შატაკიშვილს და რამაზ ჯინჭარაძეს არჩევნებში.

31 იანვარი, 2022

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. უმრავლესობის წევრები გაეცნენ ინფორმაციას სამეგრელოს რეგიონში პარტიის ლიდერების შეხვედრების შესახებ. განიხილეს ასევე საორგანიზაციო საკითხები.

30 იანვარი, 2022

„ქართული ოცნების" ლიდერები სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების" ლიდერები სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ ოფისში გამართულ შეხვედრებზე ადგილზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. განისაზღვრა პარტიის სამომავლო გადაწყვეტილებები. შეხვედრებს ესწრებოდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და აქტივი.

20 იანვარი, 2022

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადება

დღეს, წალენჯიხის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის კოალიციამ, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, კორნელი სალია აირჩია. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალურ მოძრაობას და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დეფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია. ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად. დღეს უკვე მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვის გაცხადდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა.

29 დეკემბერი, 2021

შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში

მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით პარლამენტის წევრებო, მივესალმები ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო. დიდი მადლობა კახა კუჭავას, რომელიც, პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია. ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე. მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირსპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის. ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში, და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

24 დეკემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც, არსებითად, განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო საკითხი. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს კახა თავად განმარტავს. ჩვენი მხრივ, მე „ქართული ოცნების’’ პოლიტიკური გუნდის სახელით, კახას ვუხდით დიდ მადლობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ღირსეული საქმიანობისთვის. კახას გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა, მას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პოლიტსაბჭომ ცნობად მიიღო. ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას. პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა. შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია არ სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში. შალვა წლების მანძილზე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აგრეთვე უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე და აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, შარშან მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა წარმატებული საარჩევნო რეფორმა. შალვა პარტიაში იკავებდა სტრატეგიული კომუნიკაციის მდივნის თანამდებობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტიის შესაბამისი ფუნქციის გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. წარმატებებს ვუსურვებ შალვას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. აგრეთვე, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება გიორგი ამილახვარის კანდიდატურა. გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად. ჩვენი აზრით ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, ამ თანამდებობაზე წარმატებას ვუსურვებ გიორგის. ბოლოს, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი: - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და - „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი. წარმატებებს ვუსურვებ ანრის და ირაკლის!

23 დეკემბერი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარ ფაქტს. მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია. ამასთანავე, მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები, ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა, დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ სრული მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ. დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი, უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას.

18 დეკემბერი, 2021

მამუკა მდინარაძე - დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან „ქართული ოცნება" შერიგებას არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება არასდროს

საქმეზე პარლამენტში არცერთი მათგანი არ შემოდის, აქციებს აანონსებენ, ყოველდღიურად მათი ტელევიზიები ათასგვარ სიბინძურეს აბრალებენ უამრავ ადამიანს და ამ ფონზე შერიგებაზე როცა ლაპარაკობენ, ეს არის მათი მხრიდან მხოლოდ პიარული სვლა, რომელიც ემსახურება ერთადერთს, რომ თითქოს ისინი არიან ძალიან დიდსულოვნები და აქეთ ვდგავართ ისინი, ვისაც თურმე ეროვნული შერიგება არ გვდომებია. ისეთი მესიჯი დააჰედლაინეს - როგორ ეროვნული შერიგების წინააღმდეგი ხართ თქვენ? მაგრამ შეგნებულად ვიმეორებ: დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას არ ვაპირებთ და ამ ბოროტებას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთს შეიძლება გულში ან ტვინში გაკრა რაღაც კეთილშობილურმა იდეამ, მოინანია რაღაც დანაშაული. მოინანიონ, დანაშაულს თავის სახელი დაარქვან და მერე ვილაპარაკოთ არა შერიგებაზე, არამედ კონსტრუქციულობაზე და იმაზე, როგორ გავაგრძელოთ საქმის კეთება ხალხის საკეთილდღეოდ - მამუკა მდინარაძე.

29 ნოემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს, რომელთა შორისაა, 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები და მოსამართლეების არჩევა. „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენს.

26 ნოემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადება

დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს ვუყურებთ, რაც, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების, ჯამში კი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა არ მისცემოდათ. დღეს ოპოზიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვს და მათი მთავარი მესიჯბოქსი „ფეიკზე“ გადის. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებენ, თუმცა, თავადვე ამბობენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ არ მომხდარა! ამ ადამიანების დღევანდელი მოქმედებით დასტურდება, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, გაჩერებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მნიშვნელოვანი ბარიერები შეექმნათ. იქ, სადაც არის საზოგადოებრივი ინტერესი, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ყოველთვის მოსახლეობის მხარეს დავდგებით და ყველა ლეგალურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ ძალებმა საკუთარ მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობის დაზიანების ფასად ვერ მიღწიონ! დღეს გამართული ცირკი, სპეციფიური სუნის მქონე ხსნარის სხდომათა დარბაზში დასხმა და მათ მიერ გამოყენებული სხვა მეთოდები, კარგად უჩვენებს ამ ხალხის რეალურ სახეს. მიუხედავად ამისა, მინდა ვუთხრა, თითოეულ მათგანს, რომ როგორ იაფფასიან მეთოდებსაც არ უნდა მიმართონ, საქმის კეთებაში, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვაში ხელს ვერ შეგვიშლიან!

26 ნოემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადება

დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს ვუყურებთ, რაც, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მ