ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატი

ანზორ ბოლქვაძე

ანზორ ბოლქვაძე

ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური

ანზორ ბოლქვაძე

დაიბადა 1960 წლის 9 სექტემბერს, ხულოს რაიონის სოფელ უჩხოში. 1982 წელს დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლის სპეციალობით. შემდგომში სწავლა განაგრძო ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც მიიღო სამოქალაქო მშენებლის კვალიფიკაცია. 1980-85 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცეკავშირის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში, სადაც იყო - მუშა, ოსტატი, ინჟინერი. 1985-94 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ხულოს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი, შემდეგი ათი წლის განმავლობაში კი - ხულოს კომუნალური მეურნეობის უფროსი. 2004-06 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. 2006-08 წლებში იყო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.

2008, 2012 და 2016 წლებში არჩეულ იქნა VII, VIII და IX მოწვევის პარლამენტის წევრად. იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

არის ღირსების ორდენის კავალერი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.