ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატი

რესან კონცელიძე

რესან კონცელიძე

ბათუმი

რესან კონცელიძე

დაიბადა 1963 წლის 10 ივლისს. მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არის სამართლის დოქტორი. 

1993-2007 წლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უმაღლეს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი.

2007-15 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების სამმართველოს უფროსი.

2015-16 წლებში მუშაობდა ქედის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსად.

2016 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.