ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატი

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ნაძალადევი


მიხეილ ყაველაშვილი

დაიბადა 1971 წლის 22 ივლისს. 1988–1995 წლებში იყო თბილისის დინამო და ვლადიკავკაზის ალანიაფეხბურთელი. 1995 წელს საფეხბურთო კარიერა გააგრძელა ინგლისში, საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ სიტში“. 1997-2006 წლებში თამაშობდა შვეიცარიის კლუბებში - გრასჰოერ, ციურიხ, ლუცერნ, სიონ, არაუსა და აზელ.

2009 წელს გახდა FiFPro-ს დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი.

2016 წელს მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში საფეხბურთო ექსპერტად.

2016 წელს, „ქართული ოცნების“ წარდგენით, ნაძალადევის #18 საარჩევნო ოლქში არჩეულ იქნა საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრად. 2016 წლიდან არის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

2018-2019 წლებში იყო საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის წევრი.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.