ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატი

ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

მთაწმინდა-კრწანისი

 

ბექა ოდიშარია

დაიბადა 1974 წლი 2 სექტემბერს. 1998 ელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 2002 ელს - თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი, იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით. გავლილი აქვს სრული კურსები: ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტიბუდაპეშტის სამართლის საერთაშორისო აკადემიაში“ - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტ - ნედლი ნავთობის გადამუშავება“.

1995-1998 წლებში მუშაობდა თბილისის ბიზნეს ცენტრის სატელევიზიო სტუდიაში ჟურნალისტად, პროექტების მენეჯერად. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის უფროსი. 2004-2016 წლებში იყო სსნავთობის ეროვნული კომპანიისგენერალური დირექტორის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისიორის ველის ნავთობის და გაზისგენერალური დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი; შპსჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანისგენერალური დირექტორი.

2016 წელს, „ქართული ოცნების” წარდგენით, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულ იქნა IX მოწვევის პარლამენტის წევრად. იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე. ამჟამად, არის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ლატვიის და ლიეტუვ პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელი. 2013 წლიდან, არის ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში.

არის რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.