ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატი

კახა კახიშვილი

კახა კახიშვილი

ისანი


კახა კახიშვილი

დაიბადა 1973 წლის 22 მარტს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი.

მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის ისნის რაიონის შსს სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურში პოლიციელად. სხვადასხვა დროს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იყო: გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, პროკურორი, გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების პროკურორი და გენპროკურორის წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, კონტროლის სამმართველოს უფროსი. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ადამიანის უფლებების დაცვის დარგში. სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სამართალდამცავ ორგანოებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილების უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ქვემო ქართლში; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი.

2011 წელს იყო საარჩევნო სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი, 2012 -2018 წლებში კი - საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. 2012 წლიდან დღემდე არის ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი. სხვადასხვა წლებში, იყო სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ექსპერტთა კლუბის წევრი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

2014-2018 წლებში იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 2019 წელს დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად. 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.