ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატი

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

სამგორი

 

სოზარ სუბარი

დაიბადა 1964 წლის 4 ნოემბერს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტი. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომელი. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში. 1989-1991 წლებში იყო დმანისის რაიონის სოფ. ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორი.

1988-89 წლებში მსახურობდა დავითგარეჯის მონასტერში, 1990-91 წლებში დმანისის სიონში, ხოლო 1991-95 წლებში - თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარ.

1995-2000 წლებში იყო გაზეთკავკასიონიჯერ კორესპონდენტი, შემდეგ - რედაქტორი. პარალელურად, მუშაობდა „რადიო თავისუფლების, რადიო თავისუფალი ევროპის“, ასევე ლონდონის ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის კორესპონდენტად და IREX-ის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორად.

2004-2009 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველი.

2012-2014 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა, სადაც გაატარა სერიოზული რეფორმები და დაიწყო პატიმრების C ჰეპატიტისგან განკურნების პროგრამა, რაც შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამაში გადაიზარდა.

2014-18 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს, თბილისსა და რეგიონებში დევნილებისთვის ახალი ბინების მშენებლობამ განსაკუთრებით ფართო მასშტაბი შეიძინა.

2018 წელს დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად რეგიონული განვითარების საკითხებში.

არის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.

მიღებული აქვს ჯილდოები: ორდენი „პოლონეთის ოქროს ჯვრის ორდენი ოფიცრული სამსახურისთვის“ (2008 წელი, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი); წმინდა ვლადიმერის ორდენი (2006 წელი, უკრაინის პატრიარქი ფილარეტი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერისთვის).

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.