ENG

სახელმწიფო ორგანიზაციები

უკან დაბრუნება

მაჟორიტარობის კანდიდატი

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

საბურთალო

მისამართი:თბილისი, ალ.ყაზბეგის 14ა

 

დავით სერგეენკო

დაიბადა 1963 წლის 25 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტ. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს კვალიფიკაციის კურსები მოსკოვში, ბერლინის გულის ინსტიტუტში და ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოში.

1987-1988 წლებში იყო სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმ-ინტერნი1988-1993 წლებში მუშაობდა ექიმად გუდაუთაში, რუსთავში, საქართველოს შეიარაღებული ძალების საავიაციო პოლკში. 1995-1997 წლებში იყო საქართველოს სპორტის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსი, შემდგომში - ჯოენის სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, „MediClub Georgia-ს” სამედიცინო მენეჯერი. 2006-2012 წლებში იყო საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი.

2012-2018 წლებში იკავებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას. 2018-2019 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2019 წელს დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში.

2013-2015 წლებში იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის ევროპის მინისტრთა საბჭოს წევრი, 2015 წელს - ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მიმართულებით ლიდერთა მინისტერიალის წევრი (Ministerial Health Leadership Network at Harvard University).

2018 წლის 26 სექტემბერს იყო ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პირველი მულტისექტორული პანელის თანათავმჯდომარე გაეროს გენერალური ასამბლეის 73- სესიაზე, ნიუ-იორკში, აშშ.

2017-2019 წლებში იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, 2014-2019 წლებში კი - საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

არის მრავალი სტატიის, პოსტერისა და აბსტრაქტის ავტორი სამედიცინო სფეროში.